„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი - ჩვენი კომპანიის რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო, არის ჯანსაღი და უვნებელი

„სოფლის ნობათის“ პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი, – ამის შესახებ „სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერმა, ხათუნა ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი.
„2012 წლიდან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც HACCP – ის სისტემა დაინერგა, FSSC 22000-ის არაანონსირებული აუდიტები, რომლებიც გვამოწმებენ წელიწადში ორჯერ. შემოწმებები არის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, წელიწადში 10-12-ჯერ.
ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდის რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება, აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე, რომ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ დღეს, „სოფლის ნობათის“ პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი.
ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები ასე უყვართ და მოიხმარენ, სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“,- განაცხადა ხათუნა ცქიტიშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკრო გრამს ლიტრში. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში აფლატოქსინის შემცველობის ნორმა 0,5 მიკრო გრამია ლიტრში.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, კომპანიაში 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო კონტროლი დარღვევა არ გამოვლინდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...
1744956549
საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...
1744956210
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...
1744920197
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...
1744919114
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...