"სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს - საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვს ენერგორესურების, კავშირგამბულობის, საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ" - ნიკოლ ფაშინიანი

"მოხარული ვარ, მივესალმო ყველას სომხურ-ქართულ პარტნიორული მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე", – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და მიმდინარეობს მუშაობა ამ პოტენციალის გამოსაყენებლად.

„საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობრის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად, განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურსაქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.

ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევის პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, რომ დავაფიქსირეთ, შარშანდელთან შედარებით, 97 პროცენტით სავაჭრო ბრუნვის ზრდა გვაქვს. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს და ეს განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები.

სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაცია გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი შესაძლებლობას იძლევა, რეალური ნაბიჯები გადაიდგას არა მხოლოდ კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს კავშირის უზრუნველყოფის საკვანძო სხვა ინიციატივებში.

„ვიმედოვნებ, ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით, დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზებით.

რაც შეეხება ტვირთგადაზივებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის.

ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვს ენერგორესურების, კავშირგამბულობის, საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ.

„ასევე უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ყოველდღიური სამუშოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. ორ ქვეყანას შორის საჭიროა, განვითარდეს საზღვარშორისი თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდისპერიოდში. ჩვენ ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება.

სომხეთისა და საქართველოს რეგიონებს შორის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით გვაქვს დიდი შესაძლებლობა, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები.

მნიშვნელოვანია, ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი განვითარება ურთიერთობებში. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება.

ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათშორისი შეხვედრები, აქტიური მისვლა-მოსვლა, მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი უერთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი ხიდი. მადლობა ყველა მხარეს, დამფინანსებელს, დამპროექტებელს, მშენებელ კომპანიას, ვინც განახორციელა ეს პროექტი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიტანს და ჩვენს ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს.

მადლობა ყველას, ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდა უზრუნველყოფილი" - თენგიზ ცერცვაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა

1745134555

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს

თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...

ზელენსკი და პუტინი