სოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი იქნებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, კოდორის ხეობის დაცვის საქმეში ემზარ კვიციანის დამსახურებაზე ისაუბრა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ემზარ კვიციანს წვლილს ჭუბერის გზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ კვიციანის დამსახურებით, ჭუბერის გზამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ეს ისტორია [ჭუბერის გზასთან დაკავშირებით] მეც ვიცი და ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის ბატონი ემზარის დამსახურება - რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა. ამ გზამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო, მადლობა ეკუთვნის ემზარ კვიციანს მთელი საქართველოსგან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა