თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა", - ინფორმაციას სააგენტო "მაუწყებელი" ავრცელებს.
"ზურაბაშვილი სათამაშო ხელყუმბარით თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში 2020 წლის 20 ნოემბერს შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
მისი მიზანი პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერება იყო, რისი სივრცეც ქვეყნის ძირითადი მედია საშუალებებით არ მიეცა.
თუმცა მან „ფეისბუკ“-LIVE-ის საშუალებით ადგილიდან 3 მოთხოვნა მაინც გააჟღერა:
აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.
შეჭრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტიც, ზურაბაშვილის ამგვარმა გამოხმაურებამ, ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე და უსამართლობაზე, სახალხო მხარდაჭერა და სოლიდარობა დაიმსახურა.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია დაიწყო, რასაც მის სასამართლო პროცესზე მხარდამჭერი აქციაც მოჰყვა.
დღევანდელი გადაწყვეტილების სამართლიანობას, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...