„თბილისში ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით შეაღწია, სადაც მოქალაქის კუთვნილ ნივთებს დაეუფლა“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
უკრაინის ორი მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულის სახით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726488509

საზოგადოება

მასშტაბური თაღლითობა თბილისში – სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა....

ბინა

1726482961

საზოგადოება

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი 27 წლის პარტნიორი ნარა ბაპტიშტა მშობლები გახდებიან. Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აც...

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

1726478167

საზოგადოება

სინოპტიკოსების გაფრთხილება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვი...

ამინდი

1726473806

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – „პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ“

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,...

მერაბი

1726470821

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური ტემპერატურა 30° გრადუსი დაფიქსირდება. 16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა - 28° - წვიმა სოხუმი 29° - უმე...

ამინდი