თეა წულუკიანი: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის საქმიანობებს

მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირების საქმიანობის ასპექტებს, უპირველესად კი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ წინა სხდომებიდან უკვე გამოიკვეთა, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, მოქმედებდნენ არა სამხედროების გეგმის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით, შესაბამისად, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს.

ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე, დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს თუმცა სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა