თეა წულუკიანი გახარიას: ქვეყანას აღუმართეთ საგუშაგო, უფრო შემაღლებულზე მეორე მხარემ დაუყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოსწია საოკუპაციო ხაზი და უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა

მე, როგორც დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გეუბნებით და აქ ბრძანდება მაშინდელი, როცა თქვენ იქ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართეთ, სუსის ხელმძღვანელის მოადგილე, გეუბნებით, რომ თქვენ ვერ მიაღწიეთ მიზანს ამ საგუშაგოს განთავსებით, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულიყო და იმათ არ განეთავსებინათ საგუშაგოები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს თაობაზე საუბრისას.
წულუკიანმა გახარიას მოუწოდა, ნუ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ის არის, ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე. მანვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ სუსთან შეთანხმების გარეშე, სიურპრიზად აღმართა საგუშაგო, რის შემდეგაც მეორე მხარემ უფრო შემაღლებულზე დააყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოსწია საოკუპაციო ხაზი და რეალურად უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები აქვს საქართველოს დღეს, ვიდრე მანამდე ჰქონდა.
„მინიმუმ ის მაინც შეძელით, რომ საზოგადოებას ნუ ატყუებთ, როდესაც ინტერვიუებში, ალბათ აღარ გაქვთ ინფორმაცია და ამიტომ, რომ თითქოსდა თქვენ ხართ რაღაცა ტიპის ყოვლისშემძლე გმირი, სიურპრიზად საკუთარი უსაფრთხოების სამსახურს და ქვეყანას იქ აღუმართეთ, მართლა სიურპრიზად აღუმართეთ საგუშაგო და დღეს იმ საგუშაგომ, რომელიც ჩვენ გვაქვს და დღევანდელი სახელმწიფო ინარჩუნებს იმ საგუშაგოს, იქ არიან ქართველი სამართალდამცველები, უფრო შემაღლებულზე მეორე მხარემ დაუყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოსწია საოკუპაციო ხაზი და რეალურად უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა.
მინიმუმ იმას მაინც ნუ ამბობთ, რომ პროცედურა დაიცავით, სუსი თანახმა იყო, ყველა თანახმა იყო, პრემიერმა ორი ხელი აუწია. ეს არ არის ასე და რომ თითქოს თქვენ ხართ ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინეთ, რომ ხაზი გადმოეწია. ეს არის ტყუილი, ხაზი გადმოწიეს თქვენს მიერ იქ საგუშაგოს განთავსების შედეგად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
1744732609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...
1744730265
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...
1744729905
ახალი ამბებითურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...
1744728540
ახალი ამბებიშსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა
პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...
1744725499
ახალი ამბებიავარია სოფელ შავშვებთან - დაიღუპა 2 ადამიანი
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამ...