თეა წულუკიანი მერაბიშვილის მოადგილეს: ჰააგის სასამართლოში დაგვჭირდა ჯარის სიმართლის მტკიცება უმძიმეს პირობებში, იმიტომ, რომ იმ ქაოსის ფონზე, რასაც ჰყვებით, მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა. მძიმე შრომა დაგვჭირდა და სიმართლე დამტკიცდა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის იმდროინდელ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ რასაც ის აგვისტოს ომის მიმდინარეობაზე ჰყვება, ამას ქაოსი ჰქვია.

როგორც წულუკიანმა განმარტა, ჰააგის სასამართლოში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში მოუწია ქართული ჯარის სიმართლის მტკიცება, ვინაიდან, მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა იმის შესახებ, რომ რომელიმე ჯარისკაცის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ვერ დადგებოდა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას მძიმე შრომა დასჭირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯარის სიმართლე დამტკიცდა.

„როდესაც მე ვმსახურობდი იუსტიციის სამინისტროში, მაშინ ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი პროცედურები გაიმართა ქალბატონი ბენსუდას პროკურორობის ჟამს და რისკი იყო ის, რომ ინდივიდუალური სამხედროების, ჯარისკაცების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო ჰააგის სასამართლოში და ჩვენ დაგვჭირდა ჩვენი სიმართლის, ჯარის, ქართული სიმართლის მტკიცება უმძიმეს პირობებში, იმიტომ, რომ იმ ქაოსის ფონზე, რასაც თქვენ დღეს, ამდენი საათის განმავლობაში ჰყვებით - ჩემი აზრით, ამას ქაოსი ჰქვია, მეტი არაფერი - მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა, რომ ჩვენ ელემენტარული სიმართლე დაგვემტკიცებინა, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა რომელიმე ჯარისკაცის ვერ დადგებოდა და ვერ დადგება, იმიტომ, რომ ჯარი აკეთებდა თავის საქმეს, ჯარს ჰქონდა თავისი სერიოზული მუშაობის შედეგად შემუშავებული სამხედრო გეგმა, რომელიც, როგორც თქვენ უწოდეთ აირია, მაგრამ რეალურად, პოლიტიკური ჩარევის შედეგად აირია და საერთოდ, მისი მოქმედებაში მოყვანა რატომ გადაწყდა, ეს ცალკე საკითხია, იმიტომ, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება ან მათთვის საიდანღაც მიცემული დავალება - ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, იმედია გვეცოდინება. იმ ფატუ ბენსუდას უწყებასთან, ჩვენ ძალიან მძიმე შრომა დაგვჭირდა და მე მინდა ყველას მოგილოცოთ, ვინც ჯარში მსახურობდით, მსახურობთ, რომ იქ ქართული სიმართლე, ანუ ჯარის და სამხედრო სიმართლე დამტკიცდა. ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების, მათ შორის,თავდაცვის სამინისტროს, პროკურორი ფარულავა ახსენეთ, მისი და ყველა პროკურორის ჩართულობითა და ძალისხმევით, იუსტიციის, სუს-ის როლი იყო უმნიშვნელოვანესი და რა თქმა უნდა, თქვენი ყოფილი უწყების, შსს-ს ჩართულობით. ეს ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ, რაც აგვისტოში, 2008 წელს ვერ მოხერხდა, რომ დანაკარგი ყოფილიყო ნაკლები, ომი ყოფილიყო თავიდან აცილებული, რომ მოსახლეობა იქ არ ჩარჩენილიყო და ა.შ., - ამიტომ გაწუხებთ ამდენი საათის განმავლობაში“, - განუცხადა თეა წულუკიანმა შალვა ჯანაშვილს.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე უკვე მოუსმინეს სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ომის ვეტერანს, ლაშა ქოიავას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743344236

სპორტი

ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

 2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა), საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემ...

ფიგურულ მოციგურავე

1743341675

საზოგადოება

მეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას

 „ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას...ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გა...

აა

1743338315

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას

 „ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წეს...

დავით მათიკაშვილი

1743335673

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს

 უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...

ტრამპი და ზელენსკი

1743334738

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე

 თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...

გგჰ