თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი

„რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, ესე იგი ყოველი სხდომის შემდეგ, ვინც ადევნებს ამას თვალ-ყურს, ყველას გვეუფლება განცდა იმისა, რა შეიძლება მოვისმინოთ და გავიგოთ ამაზე უარესი. თუმცა ყოველი ახალი სხდომა, ახალი ისტორია, რაღაცნაირად ამ მოლოდინს გვიქარწყლებს და ვხედავთ, რომ კიდევ უფრო საზარელი, კიდევ უფრო დიდი ბოროტების მომცველი ამბები ტრიალებდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს იმ ბოროტებისგან, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.
„რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთი იყო ბუტა რობაქიძის მკვლელობა, მეორე, ეს ეგრეთ წოდებული „ზილების რევოლუციის“ საქმე და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ სამწუხაროდ ადამიანის სიცოცხლეს ჰქონდა ჩალის ფასი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოქმედებების პირობებში. და მეორე მხრივ, ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ისტორიები, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის ღირსება აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი. მით უმეტს თუ ის მოხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ეს პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ დავლური უნდა ეცეკვათ იქ ადამიანის ღირსებაზე, რაც არის უდიდესი დანაშაული და უდიდესი ბოროტება. ამას ებრძვის მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აქტუალური ეს თემა გასაგები მიზეზების გამო და ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი“ და თითოეული ის აქტორი, რომელიც ამ უდიდეს ბოროტებაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ კომისიის მუშაობის პირობებში საზოგადოება მოისმენს არაერთ შემზარავ ფაქტს.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის საშუალება იმის, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში ღირსებაშელახულმა ადამიანებმა შეძლონ რეაბილიტაცია.
1744868716
ახალი ამბებიდავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა
დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...
1744867822
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?
საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...
1744866286
ახალი ამბებიპრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?
უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1744865928
საზოგადოებადღეს დიდი ხუთშაბათია
დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის...
1744835719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც
„პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...