„უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის სულიერი მემკვიდრეები გავხდეთ რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში“ - მეუფე შიო
„წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას“, - ამ სიტყვებით მიმართა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ, ქადაგებისას.
მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩვენი ერისთვის.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.
დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ამაღლებული ჩვენი ერისთვის; ჩვენ ვიხსენიებთ ასი ათას ქართველ მოწამეს, რომლებმაც უარი თქვეს ხატების შეურაცხყოფაზე და ამას სიკვდილი ამჯობინეს. ამას დამპყრობელი აიძულებდა ჩვენს ხალხს, მათ კი სიკვდილი ამჯობინეს, რისთვისაც მათ თავებს სჭრიდნენ და გვამებს მდინარეში ყრიდნენ. მდინარე იყო წითელი მათი სისხლისგან.
და აი, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან მოწამეთა ხსენება ეკლესიაში ყოველთვის არის სულის ზეიმი და დღესასწაული. ისინი იტანჯნენ და ჩვენ ვხარობთ, ისინი იღვწოდნენ და ჩვენ ვზეიმობთ და ვდღესასწაულობთ. მათ მიიღეს გვირგვინები და დიდება მათი საერთოა, იმიტომ რომ მათი დიდება - ეს არის მთელი ეკლესიის დიდება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ჩვენ ყველა ერთად ვართ ქრისტეს სხეული და ცალ-ცალკე - ასონი მისნი, ასონი ქრისტესნი; როდესაც ერთი რომელიმე ასო ევნება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება; და როდესაც ერთი რომელიმე ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს (1 კორ. 12, 26-27). ამას ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, ეს არის ჩვენი ეკლესიის სწავლება.
მოწამეები არიან მშვენება ეკლესიისა, მათი ღვაწლი - ეს არის საუკეთესო ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე. რატომ ეწოდებათ მათ მოწამეები? - იმიტომ, რომ მათ თავიანთი სიმამაცით, გამბედაობით, ქრისტესადმი ერთგულებითა და მზაობით, რომ დაითმინონ საშინელი სიკვდილი, მოწმობდნენ თავიანთი რწმენის ძალას და ქრისტიანობის ჭეშმარიტებას. ისინი თავიანთი ტანჯვით მოწმობდნენ იმას, რომ სიკვდილს არანაირი ძალაუფლება აღარ აქვს; რომ ჩვენ ქრისტეში ვართ დღეს და უკვე ამ მიწიურ ცხოვრებაში გვეძლევა მარადიული სიცოცხლე ეკლესიური ცხოვრებით, ეკლესიის წევრობით, საეკლესიო საიდუმლოებების ზიარებით, წმინდა ზიარების მიღებით ჩვენ ვხდებით თანაზიარნი და მონაწილენი მარადიული ცხოვრებისა.
წმინდა მოწამეები მიდიოდნენ ამ საშინელ სიკვდილზე არა მხოლოდ უდრტვინველად, არამედ სიხარულითაც. ისინი ხარობდნენ, რომ მათ ეძლეოდათ საშუალება, მათ შეეძლოთ, დაემტკიცებინათ და დაემოწმებინათ თავიანთი ერთგულება, რწმენა და სიყვარული უფლისადმი.
ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად ინახება ეკლესიის მეხსიერებაში და ეს ღვაწლი დღემდე არ დადუმებულა, ძველი დროის მოწამეები შთააგონებდნენ შემდგომი თაობების მოწამეებს და არა მხოლოდ მოწამეებს, არამედ სხვა სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს, რომ დევნა-შევიწროების პირობებში ეღვაწათ და ისინი მზად იყვნენ, ყველაფერი დაეთმინათ სარწმუნოების გადარჩენისთვის. აი, სწორედ ამ თავგანწირვის შედეგად ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ეროვნული ღირებულებები; და დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, ჩვენს ცხოვრებაშიც აღსრულდეს ის, რისკენაც ასე ამაღლებულად მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში, სადაც იგი ამბობს: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ ცხოვრების გვირგვინს” (გამოცხ. 2,10). და აი, წმინდა მოწამეები სიკვდილამდე ერთგულნი იყვნენ და მიიღეს ეს გვირგვინი სიცოცხლისა, რომელიც განუმზადა უფალმა თავის მოყვარულთ.
შეგვეწიოს უფალი, რომ ჩვენც შევძლოთ მივყვეთ მათ წმინდა და დიდებულ მაგალითს და გავხდეთ მათი მემკვიდრეები, სულიერი მემკვიდრეები რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში.
ინებოს უფალმა, რომ ჩვენ გავხდეთ მათი მემკვიდრეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. ჩვენ გვწამს, რომ დღეს ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ საქართველოსთვის; წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მათი ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, - თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას.
1731589649
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7374 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1731589312
სოციალური მედია„ჩემი ფავორიტი, როგორი ლამაზი ხარ“ - მატილდა გვარლიანი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. გვარლიანი ამ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვანეპულთან, დაუცენ კრუსთან, ტ...
1731581664
სპორტი„დასანანი წაგებების შემდეგ ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“- გიორგი გველესიანი
ერთა ლიგაზე უკრაინასა და ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების შესახებ, ირანის ჩემპიონმა და ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა კომენტარი გააკეთა. „შეკრება, როგ...
1731579910
სოციალური მედია„თუ არ გახსოვს, ვინ ხარ, ვერ გახდები ის, ვინც ახალ დროში უნდა იყო“ - გია მურღულია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ყველაზე მღვრიე, რ...
1731575523
სოციალური მედიანახეთ, როგორ მიულოცა გიორგი მამარდაშვილმა ცოლს დაბადების დღე
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...