ვიღაც ,,წმინდა მამა” ამბიონზე გადმოდგება და ისევ ახალგაზრდა თაობის ქილიკს დაიწყებს, უღმერთოები არიანო… - მამა პეტრე

სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში, ეკლესიისა და ახალგაზრდა თაობის ურთიერთობაზე წერს. მოძღვრის თქმით, ეკლესიას არ ჰყავს დასაკარგი თაობა, ეკლესია სულ უნდა ცდილობდეს მომავალი თაობის შენარჩუნებას და მასთან დამეგობრებას.
"კომპიუტერზე გაზრდილი ახალგაზრდები ადვილად ვერ მოტყუვდებიან, ისინი სიტყვას არა, საქმეს უსმენენ და ამის მიხედვით აფასებენ ყველა ჩვენგანს.
მათთვის ავტორიტეტი მხოლოდ ის არის, ვინც გულწრფელი და უშუალოა…
თუ ისინი უსამართლობას წააწყდებიან, რატომ ჰგონია ვინმეს, მათი ,,დაჭერა”, მათი შენარჩუნება ჯოჯოხეთის ცეცხლის შიშით იქნება შესაძლებელი… ან ვინმე შიშის გამო რატომ უნდა მოვიდეს ეკლესიაში. იქ სიყვარული, პატივისცემა და თანასწორობა უნდა დახვდეს.
რატომ უნდა იყოს ასეთი აქტუალური შემდეგი სიტყვები- ,,დაისჯები”, ,,ჯოჯოხეთი არ აგცდება”, ,,ღმერთი შურს იძიებს შენზე”, ,,აგერ ნახავ რა მოგივა”…
შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ამ თაობას, ვისაც ვითომ არაფერი აინტერესებს, მით უმეტეს რელიგია, ძალიან ბევრ სასულიერო პირზე მეტად აქვს წაკითხული წმინდა წერილი და მისი განმარტებები… მათ კარგად იციან, რომ ღმერთი არ არის შურისმაძიებელი და ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩველ აღთქმაში…
მომავალი თაობა ყველაზე მეტად უსამართლობას არ პატიობს და ამის გამო მათი პროტესტი ჩარჩოებს ამსხვრებს…
როცა მოზარდი დაინახავს, ის სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიანი და მართალი უნდა იყოს, ადამიანს სიმართლის გამო პასუხს სთხოვს, წარმოიდგინეთ როგორ არცმოუნდება მას ეკლესიაში ყოფნა, ღმერთი და რწმენა…
მერე ვიღაც ,,წმინდა მამა” ამბიონზე გადმოდგება და ისევ ამ თაობის ქილიკს დაიწყებს, უღმერთოები არიანო…
არა, ბატონო, ისინი ჩვენ დავაშორეთ ღმერთს… ჩვენ ჩავდექით შუაში არასწორად მოზარდებსა და ღმერთს შორის…
ამიტომ, უსამართლოდ გაკიცხული ერთი ადამიანის უკან დგანან მათი შვილები, შვილების მეგობრები, მერე მათი მეგობრები და საბოლოოდ, მთელი ახალგაზრდობა…
იმდენი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯები, ბუმერანგის პრინციპით, ახალგაზრდების სახელით უკან მოგვიბრუნდეს…
რაღაცამ მაინც ხომ უნდა დაგვაფიქროს, რაღაცამ ხომ უნდა შეგვაჩეროს…
რატომ არის ამდენი პრობლემა?! უსამართლობის გამო!..
ვიკმაროთ, ასე შეუძლებელია გაგრძელდეს!",-წერს, მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ეძებენ კაცს, რომელიც 9 დღის წინ გაუჩინარდა
🔵ბერძენმა სამართალდამცველებმა, მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი შეცდომით დააკავეს
🔵რა არის „ფეიკ ნიუსი“ და როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...