WHO: ფაქტები და მითები „ომიკრონის“ შესახებ

ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებს ფაქტებს უპირისპირებს.

ფაქტი: ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის.

მითი: COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.

- ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.

- ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.

მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.

- მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან - მათ შორის ომიკრონისგან - არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.

ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

- ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.

ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.

მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.

- ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.

ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.

მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.

- იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.

ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.

მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)

ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.

მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.

- არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.

ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.

მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.

  • მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს.
  • იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ - შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
  • საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას.

ასევე საინტერესოა:

🔵 49 გარდაცვლილი და 8 767 ახალი შემთხვევა - კოვიდსტატისტიკის მორიგი ანტირეკორდი

🔵 "ომიკრონის გავრცელების პიკი, თებერვლის პირველ ნახევარში იქნება" - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵 24 ათასამდე მოსწავლე მომავალი კვირიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736699592

მსოფლიო

კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიი...

მსოფლიო

1736695909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას პოლიციელთან დაპირისპირებაზე: რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური

ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით, - ასე ეხმიანება საქართ...

პოლიტიკოსები

1736693683

ახალი ამბები

მეუფე შიო: სიყვარული მარადიულია, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული

 „...სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო...

ლლლ

1736690846

მსოფლიო

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

 სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა. ამის თაობაზე სერბეთის პრეზიდენტმა ოფიციალური ბაქოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნობია, როდის განახლდება გაზმომარაგება. პრ...

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

1736688376

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი. „მო...

იტალია