"15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ეს არის ფასი, თავისუფლებისა დღევანდელ რუსეთში"
რუსი პოლიტიკოსი სერგეი ვლასოვი აცხადებს, რომ რუსეთის "პირველი არხის" ეთერში ომის საწინააღმდეგო პროტესტის ავტორის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 207.3 მუხლით მზადდება.
ამის შესახებ დეპუტატმა "ფეისბუკზე" დაწერა.
"მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ემზადება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 207.3 მუხლით - "რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება".
15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ეს არის ბედის ფასი, თავისუფლებისა და პაციფიზმის ფასი დღევანდელ რუსეთში", - წერს ვლასოვი.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერიში ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, "პირველი არხის" თანამშრომელია. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ამავე თემაზე:
🔵 "მადლიერი ვარ იმ გოგოსი და მათი, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვის" - ზელენსკი
1737207564
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...
1737204009
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრ...
1737202482
ახალი ამბებიბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
ბათუმში, ზღვამ ცხედარი გამორიყა. დაღუპულია კაცია. ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. რა მუხლით დაიწყო ფაქტზე გამოძიება, შსს-სგან პასუხს ველოდებით.
1737202157
მსოფლიოტრამპი უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს დაიწყებს. ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal...
1737196819
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზ...