"აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი - ვისაც ვაწყენინე ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე"

 "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ დაეცა სოხუმი.

"სოხუმის დაცემა ათასწლეულები გაჰყვება ჩვენს ისტორიას შეუხორცებელ იარად.

ჩვენ გვიყვარს ყველა ტრაგედიის სხვაზე გადაბრალება, რათა პირად პასუხისმგებლობას დავუძვრეთ და ესაა მიზეზი რომ დღეს სახელმწიფოს მაგივრად მსოფლიოს კუდში—მაჩანჩალა სადეზერტირეთი გვაქვს.

მოკლედ სოხუმი და აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი.

საბედისწერო გამოდგა არა მარტო პრეზიდენტ გამსახურდიას ბანდიტურად დამხობა, არამედ მისი უდროო დროს დაბრუნებაც საქართველოში,როცა წყდებოდა ომის ბედი.

როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ზუგდიდში ჩამოსული გამსახურდია, იმ წუთას გადაწყვიტა აფხაზეთის ჩაბარება, ასე რომ ეს სალოცავი მიწა და ხალხი ამ ორი პიროვნების სკამისთვის ბრძოლასაც შეეწირა.

რომ არა ეს საბედისწერო ჩვენი შეცოდებანი ვერავითარი რუსი თუ კართაგენელი ვერ შესძლებდა სოხუმის აღებას და აფხაზეთის მოგლეჯას.

ვისაც ვაწყენინე რა თქმა უნდა ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე", – წერს შალვა ნათელაშვილი.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა!" - პეტრე ცისკარიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა

1745134555

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს

თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...

ზელენსკი და პუტინი

1745133173

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარშიდ...

დავით შერაზადიშვილი

1745132127

ახალი ამბები

ალექსანდრე წულაძე - აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, ის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოს...

ალექსანდრე წულაძე