„არ ვგულშემატკივრობ უკრაინას და ამის ძალიან მტკიცე არგუმენტები მაქვს!“ - რას წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინასთან რუსეთი მართალია და ამის დასამტკიცებლად მტკიცე არგუმენტები აქვს.
გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა დაიწყოს.
„არ ვგულშემატკივრობ უკრაინას და ამის ძალიან მტკიცე არგუმენტები მაქვს!
ფაშიზმის იმდენად საშიში პრეცედენტი დადეს ბანდერას და გაურკვეველი რელიგიის და წარმომავლობის მაზეპას განდიდებით, მართლა დაიჯერეს რომ ზე - ერია, დაახლოებით ჰიტლერმა როგორც დაარწმუნა ნაცისტები,
გადახედეთ რუსეთთან მათი ურთიერთობის დეტალებს, ომამდე და მერე და რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, უკრაინასთან რუსეთი მართალია!!!
არანაირად არ შეიძლება საქართველო-რუსეთის და უკრაინა-რუსეთის იდენტური განხილვა!!!
აქაც უამრავი არგუმენტი მაქვს და თუ სამართლიანი და საღად მოაზროვნე ხარ უნდა შეგეძლოს და დაინახო უკრაინის სისასტიკე, 2014 წელს ჯერ კიდევ საკუთარ რეგიონებთან!!!
ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა სულ სხვა ჭრილში უნდა დავინახოთ და განვიხილოთ.
უნდა გაირკვეს ბოლო 35 წლის მანძილზე ვინ და როგორ გამოიყენა საქართველო და რა ხეირი მიიღო ამით
როგორც ქვეყნებმა ისევე პიროვნებებმა და აღმოჩნდება, რომ ჩვენ არაერთხელ ვიყავით ვაჭრობის, გამოყენების ობიექტი. 2008 წლის ომი კი სატესტო პოლიგონი იყო სხვა არაფერი!
არაერთი მცდელობა დალაგებულიყო ორ ქვეყანას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა -ყოველ ჯერზე დასავლეთის მიერ ინსპირირებული პროვოკაციით და ინტრიგით სრულდებოდა!!!
აი, ეს სურათი სჭირდება ჩვენგან კოლექტიურ დასავლეთსა, ევროკავშირს და უკრაინასაც - არაფერი სხვა!!!!
ახლა არ დამიწყოთ რუსეთსაცო. რუსეთს რომ უნდოდეს ვერც კოლექტიური დასავლეთი და ვერც ყრანტალა ევროკავშირი ხელს ვერ შეუშლიდა!
ეს არის რეალობა და რაც მალე გააცნობიერებს ყველა მორჩება ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით ლაპარაკს!!!
და დიახ ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა!“, - წერს ნუკა არველაძე.
1735226993
სოციალური მედია„ჩემი გული სავსეა დიდი მადლიერებითა და სიყვარულით...“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად იგი ერთ-ერთი გადაცემ...
1735223893
საზოგადოება„ძვირფასო მეგობრებო, გავატანოთ ძველ წელს ზიზღი და ბულინგი, სიძულვილი დამანგრეველია...“ - რას წერს თამუნა გომართელი?
ჟურნალისტი, პიარმენეჯერი - თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. იგი ასევე საზოგადოებას მიმართავს, ზიზღი და ბულინგი ძველ წელს გაატანონ. „ძვირფ...
1735218681
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8130 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1735216457
ახალი ამბებიოკუპანტებმა სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრ...
1735216214
ახალი ამბები„დას ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანით დაზიანებები მიაყენა“ - ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ...