"და მაინც, ვინ არის კელი დეგნანი?! ზურაბ ჟვანიას მეგობარმა მოგიკითხათქო, გადაეცით!" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ წერს.

„დგება ისეთი მომენტი, როდესაც საკუთარი რისკის ფასად, თუნდაც ეს რისკი სიტყვიერად იყოს გამოხატული ან პოზიციურად, გიწევს შენი ქვეყნის გადარჩენა! შენი ხალხის გადარჩენა!

სამწუხაროდ, ახლა, სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა.

რამოდენიმე ადამიანისგან გავიგე გულისწყრომა – რას უჯინიანდებიან, რას ერჩიან კელი დეგნანს, გაუშვი ერთი შტერი ქალია, ამერიკა არ გვაპატიებს სიჯუტეს…

მოკლედ კი, ეს ასე ჟღერს-გაუწექით, ყველაფერზე დაითანხმეთ, ომი უკანასკნელ ქართველამდე…
ვინაიდან ქალბატონი კელი დეგნანი სცენიდან არ ჩამოდის და ბეჯითი მოსწავლესავით ასრულებს საშინაო დავალებას, იბადება კითხვა – ვინ არის კელი დეგნანი?…

ალეკო ელისაშვილი დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ კელი დეგნანი ტურისტი არ არის. ეს გავიგეთ, დავეთანხმეთ, მოვუწონეთ რომ მიხვდა..

მაგრამ, მაინც, ვინ არის ეს ავადსახსენებელი კელი დეგნანი?


ფაქტია, რომ იგი გასულია ელჩის მოქმედების არეალიდან.

ფაქტია, რომ მისი ქმედებები ვერ იტევს დიპლომატისთვის განსაზღვრულ ჩარჩოებს.

ფაქტია, რომ მისი სალაპარაკო ენა არ არის დიპლომატიური.ის უფრო მენტორულ, კოლონიზატორულ, კომუნისტურ აქცენტებს ატარებს.

ფაქტია, რომ მან მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ არ შეხვედრია ივანიშვილს!

ფაქტია, რომ იგი პირდაპირ ითხოვს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას!

და მაინც, ვინ არის კელი დეგნანი?!…

“ერების დამონების ორი გზა არსებობს. ერთი არის იარაღი, მეორე ვალი” – ჯონ ადამსი.
ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალზედ ხშირად გვახსენებს ქალბატონი დეგნანი – 6 მილიარდს, რომელიც ამერიკამ ჩვენ დაგვახარჯა ბოლო 30 წლის განმავლობაში?…(ეს საკითხი კი, სად, რაში და ვის დაახარჯა 6 მილიარდი, სერიოზულ გაშიფრვასა და მსჯელობას მოითხოვს).

ისე, ერთ დადასტურებულსა და გვატემალასა და ეკვადორში, პანამასა და ვენესუელაში, ირანსა და ერაყში წარმატებით განხორციელებულ პროექტის არსს შეგახსენებთ – როდესაც ქვეყნის ვალებში ჩაფლვა, პრეზიდენტებისა და მმართველი ელიტის მოსყიდვა არ მუშაობს, ისინი (აქ, ვინც გაგეხარდებთ ის ჩასვით – კორპორატოკრატია, აშშ-ს სახდეპი, გლობალისტები, მასონები, კლაქსონები, კარლსონები… მე კი ვიცი ვინცაა ჩასასმელი…) აგენტებს აგზავნიან ან სულაც მწვანე ბერეტებს. ისინი ამხობენ მთავრობებს… ან ხოცავენ მთავრობებს – სულ ესაა პროექტის დედააზრი…

მე არ ვიცი რას აკეთებდა კელი დეგნანი ავღანეთში ან რისთვის მიიღო ჯილდო… ფაქტი კი ერთია, რომ ის არც ტურისტია და არც ელჩი…

საქართველოში ნელი მოქმედების ნაღმივით ჩადებულმა ფულებმა არ იმუშავა! ფულით მოსყიდვის პირველი წესი ჩავარდა! ალბათ, ამიტომაც გაეჩხირათ ყელში ივანიშვილი! არც ხელისუფლების მოსყიდვის (დღევანდელ ხელისუფლებას ვგულისხმობ) ეჭვებს გვიჩენს მათი რიტორიკა, არც ვაზელინწასმული აპირებს ვინმე საქართველოს დაცვას. მოკლედ, სწორედ ამ რეალობამ გამიჩინა იმის განცდა, რომ დგება მომენტი, როდესაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტია!

დარჩა ერის დამონების მეორე გზა – იარაღი, ხელისუფლების დამხობა ან სულაც ლიკვიდაცია!

იმედს ვიტოვებ, რომ ვერავინ გაბედავს ჰუგო ჩავესივით, როლდოს აგიმერასავით ან ომარ ტორიხოსივით დაგვაკლან თავზე ვინმეს!

კელის ჩემგან მოკითხვა… ზურაბ ჟვანიას მეგობარმა მოგიკითხათქო, გადაეცით!“

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 8 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"მიშა კვდება და ერი დუმს. გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე. რა კარგია ციხეში ყოფნა" - ნიკა გვარამია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732540783

საზოგადოება

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1732538764

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...

გიორგი კალანდარიშვილი

1732536210

საზოგადოება

„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა

 ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...

ბაბი კირკიტაძე

1732532114

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

1732529036

საზოგადოება

ძლიერი ქარბუქი და თოვლი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლი...

ზოგადი