25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საქმეს, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანს შეიძლება საქმისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და ეცადეთ, ფულის მოგროვება დაიწყოთ.

კურო

ამ დღეს ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით შუადღისას. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ - ეს ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილებას მოახდენს და გუნდში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ნუ აჩქარდებით, რომ საკუთარი შეცდომების გამოსწორება არ მოგიწიოთ.

ტყუპები

დაძაბულობა იზრდება, ამიტომ ნერვიული შეტევის ასაცილებლად თქვენთვის კომფორტული ტემპით უნდა იმუშაოთ და პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. გარემოს შეცვლა და საყვარელ ადამიანებთან საუბარი განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ამ დღეს დაწყებული საქმე ამ დღესვე დაასრულოთ. სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაზედაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი

ამ დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთულ და უსიამოვნო დავალებებსაც კი სწრაფად და ადვილად უმკლავდებით. ნუ ინერვიულებთ, თუ მოვლენები თქვენი გეგმის მიხედვით არ ვითარდება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი რისკები და შედეგები უნდა გაითვალისწინოთ.

ლომი

თქვენი ლიდერული თვისებები ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით, რაც საინტერესო ნაცნობობას და მოგებიან შეთავაზებებს მოგიტანთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო არ უნდა დაგეგმოთ. დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ და დაასრულეთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ.

ქალწული

ვარსკვლავები წარმატებულ და საინტერესო დღეს გპირდებიან. ეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი პროცესები აკონტროლოთ, რათა მოვლენათა განვითარებაში დროულად ჩაერიოთ. ფრთხილად იყავით. პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილებში გელოდებათ. მოლაპარაკებები და დისკუსიები დღის პირველ ნახევარში უფრო წარმატებული იქნება - თქვენი მჭევრმეტყველება ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

სასწორი

ამ დღეს ფინანსურ სფეროში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ წლის ბოლოს ფული უფრო ეკონომიურად უნდა ხარჯოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან შეიძლება ვიღაცამ არასწორი ინფორმაციით თქვენი დაზარალება სცადოს. კოლეგებთან ან ძველ მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ და მოტივაციას გაზრდის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

მორიელი

დროა, დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ - ხელსაყრელი დროა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ეს დღე ურთიერთობების გასარკვევად არ გამოდგება. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას მოუხდება. ეცადეთ უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი

1732441515

ახალი ამბები

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს...

ააა