"დედაჩემი ავადმყოფობს, დიაგნოზს მე ვუსვამ" - ემიგრანტი გოგოს წერილები

ქართველ ემიგრანტ ჟურნალისტს, სოფო კორტავას ექსკლუზივ TV-ს მკითხველი უკვე იცნობს გულწრფელი ინტერვიუთი, რომელმაც თქვენი ფართო გამოხმაურება მოიპოვა. დღეს, მის გერმანულ ჩანაწერებს გთავაზობთ, რომელიც კარგად ასახავს იმ სულიერ მდგომარეობას, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის გამო განიცდის.
"მატარებლის სადგურიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლას მზის ჩასვლამდე ვიწყებ. გერმანულ კონსტრუქციას ახალგაზრდა მამაკაცი მართავს, თხელია და სახეზე კვირის არცერთი დღე არ ადევს. მე ადგილს ფანჯრის მხარეს და მოქმედების არეალს ვირჩევ.
სადაც ვარ მთის მხარეა , მთა და მუსიკა უნივერსალური ენაა გრძნობების გადმოსაცემად, ფერად პერანგზე ორ ღილს ვიხსნი და ჰაერს ჩემს კანზე ვაწებებ, რომ ვისუნთქო .
რომ, ისუნთქო
და ათასი რომ …
რომი მაქმანებიანი ქალაქია, ენაჩაგდებული ადამიანების თავშეყრის ადგილი და კანზე აწებებული, შემომხმარი სევდიანი ისტორიების ბოლო გაჩერება…..
ამ მატარებლის ბოლო გაჩერება ჩემია, ლიანდაგებზე შემოვედებით მე, ეს კაცი და ჩემი ამბავი, რელსებზე დავაგორებთ გამოუძინებელ ღამეებს და “სტოპ “ ვჩერდებით ……..
……..
დედაჩემი ავადმყოფობს, დიაგნოზს მე ვუსვამ:
“ქუსლებზე დახეთქილი აქვს ჩემი სახელის პირველი ასო
“ს”
და საღამოობით ღრუბლები, რომ წამოიწევიან დედაჩემი ცომს ჩაზელს, შემოდებს ღუმელის თბილ მხარეს და დაელოდება როდის ამოვა საფუარშერეული ფანტელები და ამ დროს ჩემს კანს გაიხსენებს.
“სად ხარ “ - შემოსძახებს დანგრეული კედლის ნარჩენებს და მე არ მოვალ მაგრამ ცომი ამოვა. მტკივან ხელებს დედაჩემი ცომს შეურევს, გუნდას შეკრავს და ასე შემომდებს ღუმელზე და გახურებულ ტაფაზე ჩემს ყურებას დაიწყებს…..
……...
ეს კაციც მიყურებს, შეხსნილ ღილებში შემოდის და დედაჩემის პური და ჩემი კანი ერთად იწვის. მიყურებს მშიერი თვალებით, დედაჩემსაც შია …..
შორს წასული ადამიანების დედების შიმშილი ასეთია: გამომცხავრი პური და პურზე წასმული კარაქი, მოსხმული თაფლითა და შაქრის ფანტელებით. ასე ადამიანებს ბავშვობა ახსენდებათ.
მიყურებს და სახეზე მედება წინწკლებად მისი თვალებიდან გადმოგდებული სინანული.
“სახლში მოდი, უფლება ვინ მოგცა წახვიდე, დაბრუნდი და არასდროს მოიქცე ასე, გამოგამწყვდევ, ოთახში ჩაგკეტავ და სამყაროს შენს თავს ავუკრძალავ, ასე მოვიქცევი, ასე მოიქცევი! შენ ჩემი ხარ და მატარებლის ბოლო გაჩერებაზე მე ვიქნები, სხვა ამას ვერავინ მიიღებს …..“
შემდეგი გაჩერება:
“ფეხებზე მკიდია შენი სიყვარული, გავიქცევი” ……..
დედაჩემი გამომცხავრ პურს დაჭრის და ჩაჟანგული ჩაიდნიდან წივილი ისმის ….
შავ ჩაის გაიკეთებს და ორთქლად ოთახს მე მოვედები , ჩემი სუნი დედაჩემის კანს შეერევა და ასეა არიან სხვა დედებიც, მიმხმარი აქვთ ადამიანების სუნი და ამიტომ დედა შვილს ვერ შორდება…
……...
დამშორდა და ჩემი გულის სისხლძარღვებმა დახეთქვა დაიწყეს.
ასე გამიხდა მე გული დახეთქილი ამბავი და დედაჩემს ქუსლები. დაშორება ადამიანებს კანზე კვალს უტოვებს და ცხელი წყლის ნარჩენებიც ვერ შველის. ვერ ჩამოირეცხავ ………
…...
გარეცხილი მატერიის მსგავსად გავფინე ჩემი თავი მეზობლის სახლამდე გამავლ თოკზე დ ჩამოვეკიდე დღეებად…
…..
ჩამომხსნეს, ერთ დღეს ჩამოკიდებული ჩემი თავი ისე, როგორც თოკიდან ჩამოხსნილი ადამიანი და ასე დავიწყე ისევ სუნთქვა…..
……
ისევ სუნთქვა ასეთია: ქვედა ტუჩზე ადევს ჩემი თავი, თვალების სიმეტრიის ხაზი სადღაც უსასრულო სივრცემდე გაუყვება და ხაზი გაუწყვიტეს…. გაწყვეტილ ხაზზე შემთხვევით ჩემი ხელისგულის ხაზი ერთდება და საოპერაციო მაგიდაზე შემოდებული ადამიანის გულის ფეთქვის მსგავსად: პირველი სიგნალი ისმის….
გაქცევაში დამხმარე.
……………...
დედაჩემი ისევ ისეა თოკზე გაფენილი …..
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქარი და კვლავ მაღალი ტემპერატურა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ 1 სექტემბრამდე სინოპტიკოსები
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...