რა გელოდებათ დღეს? - 27 ასგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს თქვენ წინაშე სრულად წარმოჩნდება. შანსი მოგეცემათ, რომ საკუთარი ნიჭი პროფესიულ სფეროში სრულად გამოავლინოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. არ არის გამორიცხული, ძველ შეყვარებულთან ურთიერთობა განაახლოთ.

კურო

არახელსაყრელი დღეა სახელისუფლებო უწყებებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები

ამ დღეს ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიფრთხილე არ დაკარგოთ. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ მას, ვინც თავის დროზე სრულიად უანგაროდ დაგეხმარათ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და იმედი არ გაუცრუოთ.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება - ამ დღეს აჩქარება არ შეიძლება. აკონტროლეთ რას და რამდენს მიირთმევთ რათა თქვენს პრობლემებს ზედმეტი წონაც არ დაემატოს - პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ბიზნესგარიგება წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნან. საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობას.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. უფრო თავშეკავებულად იმოქმედეთ - ამ დღეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავის გაკონტროლება. მომგებიან ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

გაღიზიანებული ხართ და ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ აგრესია პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ. გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანსა და თქვენ შორის ნდობას აღადგენს. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, შანსი გაქვთ, რომ ოცნება აისრულოთ.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ და წარმატებით დაასრულოთ. ბიზნესმენები მომგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას მოახერხებენ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, რომელმაც შეიძლება. საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებითა და ინტრიგებით. ფინანსური შემოსავალი გელით, თანაც რამდენიმე წყაროდან. დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაარკვიოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ.

თხის რქა

ახალი ურთიერთობა ძველს დაგავიწყებთ. ენერგიულობა და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგება დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და იმედი არ გაუცრუოთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი