ეს ადამიანები იმ პატიმრების ოჯახების წევრები და ნათესავები არიან, რომლებიც იმ ღამეს ჩახოცეს, დაასახიჩრეს და დააინვალიდეს... ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია - გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2006 წლის 28 მარტს ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გადაღებულ ფოტოს ურთავს თან.
„ეს ფოტო გიორგი აბდალაძემ გამომიგზავნა. გადაღებულია 2006 წლის 28 მარტს ორთაჭალის საპყრობილესთან, ე.წ. ციხის ბუნტის მეორე დღეს, დილის 8 საათზე.
ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, ხალხი დგას და რაღაცას უყურებს, ან ელოდება, მაგრამ ასე არ არის - ეს ადამიანები იმ პატიმრების ოჯახების წევრები, ნათესავები და ახლობლები არიან, რომლებიც იმ ღამეს ჩახოცეს, დაასახიჩრეს და დააინვალიდეს.
აქედან იძახდნენ პატიმრის გვარს.ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა!პატიმრის გვარი - ცოცხალია!პატიმრის გვარი - გადარჩა!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - ცოცხალია!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - მოკვდა!და ასე დაუსრულებლად - მოკვდა, ცოცხალია, გადარჩა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა! მაშინ ხმა არავის ამოუღია - არც ევროპარლამენტარებს, არც სენატორებს, არც სახდეპის რომელიმე წარმომადგენელს!მართლა არავის - არც კუბილიუსს, არც „კუბოლიუსს“, არც ფოტიგას, არც ბორელს, არც შმორელს და არც პანტაგრუელს.პირიქით!სისხლისმსმელი სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად მონათლეს!ეგ დემოკრატიის ისეთი შუქურა იყო, როგორც დედამისი გიული გახლავთ წმინდანი! მე არ ვიცი, სახეები კარგად არ ჩანს, ადამიანების გული, თვალი და ყური იქით არის მიმართული. მათ მხოლოდ ერთს ეუბნებიან - მოკვდა! გადარჩა! ცოცხალია! მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!თუმცა ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი მაინც ამოიცნოთ.თუ ვერ ამოიცნობთ, არც ეგ არის პრობლემა, ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ამხილეთ ეს ფაშისტები, მოუყევით ყველას, რას სჩადიოდნენ, პატიმრებს როგორ ექცეოდნენ და რა პირობებში ჰყავდათ.დაგავიწყდათ?ამის დავიწყება შეუძლებელია! ვის ემუქრებიან სანქციებით?ვის აშინებენ?ვის ეშინია?არც არავის, ქართველ ხალხს რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შეცდომას აღარ გაიმეორებს, ეს გამორიცხულია!“, - წერს გელა ზედელაშვილი.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...