"იტალიური ამბები - ნეტა მარტო ამ მონსტრის ჩაცმულობა იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში..." - მარი მახარაძე

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარი ნანა მახარაძე ვლადიმერ პუტინის ცნობილი, იტალიური ქურთუკის შესახებ ატეხილ აურზაურს ეხმარება:
"იტალიური ამბები...
მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია დღეს უკრაინის ომისკენ...
მთელ მსოფლიოს ერთი ანტიგმირი ჰყავს...
ომგამოვლილი ქვეყნები გაჭრილ ხორცზე მარილმოყრილივით გრძნობენ ამ ტკივილს და საშინელებას.
ნებიერა ევროპისთვის ეს მაინც შორიდან დანახული ომია, ისინი ბევრ ისეთ დეტალებს უღრმავდებიან, რაც ჩვენთვის შეიძლება უმნიშვნელოც იყოს, თუმცა შეტორტმანება იგრძნობა...
მოსკოვში, ლუჟნიკებზე რუსეთის პრეზიდენტის იტალიური ბრენდის Loro Piana-ს ქურთუკში გამოჩენამ, რომელიც მილიონახევარი რუბლი ღირს, რაც 12000 ევროს ეკვივალენტია, იტალიელების აღშფოთება გამოიწვია და უამრავი კითხვა გააჩინა. Lvmh ჯგუფი, რომელსაც Loro Piana ეკუთვნის, განმარტავს, რომ ქურთუკი 2013 წლის კოლექციიდან არის და რომ ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა ყველანაირი ბიზნესურთიერთობა რუსეთის სახელმწიფოსთან. ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვის მხარეს ვდგავართ. ევროპელებისთვის, განსაკუთრებით იტალიელებისთვის, ჩაცმულობას, თუ აქსესუარებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ აქვთ თანდაყოლილი ნიჭი, ისე მოირგონ ყველაზე იაფფასიანი ტანსაცმელი, რომ ბრენდული გეგონოთ.
პიერ ლუიჯი ლორო პიანა აღნიშნავს: ,,ჩვენ ვაკვირდებით დღეს უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობას, ხაკისფერი მაისური და ქურთუკი - ის ისეთივე ახლოა მასასთან, როგორც თავად პრეზიდენტი, ამიტომაც აჯობებს დავფიქრდეთ რა უფრო მნიშვნელოვანია ყველასთვის - სიმდიდრე, თუ საკუთარი ხალხის სიყვარული?!"
თითქოს არაფერი, მაგრამ ბიზნესსა და მოდაშიც, ომის მოგების ყველას საკუთარი ტაქტიკა აქვს. დღეს ყველაზე დიდი ანტირეკლამაა, რაც რუსეთს და მის პრეზიდენტს უკავშირდება... და მაინც... ნეტა მარტო ამ მონსტრის ჩაცმულობა იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში...
#შეცვალეპრიორიტეტები #რუსეთიოკუპანტია," - წერს მახარაძე
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...