"კვალის წასაშლელად რუსეთმა უკრაინაში მობილური კრემატორიუმი შეიტანა, რომელშიც მოკლული ჯარისკაცების გვამებს წვავს" - გოგა ჩანადირი

ქართველო ფოტო ხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელ ფეისბუკში რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგებზე და მსოფლიოს გამოხმაურებებზე წერს:
"ცივილიზებული მსოფლიო აგრძელებს რუსეთისთვის პასუხის გაცემას უკრაინაში შეჭრის გამო.
მათ შორის ეხება სპორტის, კულტურისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართულებას, რომელზედაც გუშინ ვწერდი კიდეც.
ომიდან მესამე დღეს
1. ფიდემ, რომელსაც, სხვათა შორის, პუტინწამგლეჯთან დაახლოებული პირი, პრეზიდენტ მედვედევის თანაშემწე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე არკადი დვორკოვიჩი ხელმძღვანელობს, მოსკოვს ჩამოართვა 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მასპიბძლობის უფლება, რომელშიც დაახლოებით 190 ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა და რომელიც 2022 წლის ივლის-აგვისტოში უნდა გამართულიყო. ასევე, აქ არ გაიმართება ფიდეს კონგრესი და ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები
2. რუსეთი "ევროვიზია 2022-ის" კონკურსიდან მოხსნეს
3. რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერეს
4. ევროლოგაზე რუსულ საკალათბურთო კლუბებს ცსკა-ს, ზენიტსა უნიკსს ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს და იმედია, საქართველო-უკრაინის დეოკუპაციამდე საერთოდ არ ათამაშებენ.
5. დაიბლოკა რუსეთის ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების მაუწყებლობა
6. პოლონეთმა რუსეთს დაუკეტა საჰაერო სივრცე
7. ჰაკერებმა შეუტიეს რუსულ სამთავრობო და სახელმწუფო კომპანიების ვებ-გვერდებს, მათ შორის დავლოკეს კრემლისა და გაზპრომის" გვერდები8.
8. "გაზპრომის" წარწერიანი მაისურის გამოყენებაზე უარი თქვეს "შალკეს" ფეხბურთელებმა
9. ფორმულა 1-ის რამდენიმე ავტომრბოლელმა, მათ შორის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიდერლანდელმა მრბოლელმა მაქს ფერსტაპენმა სოჭის რბოლას პროტესტი გამოუცხა და მონაწილეობაზე უარი თქვა.
10. მდიდარმა რუსებმა 50 მილიარდამდე დოლარი დაკარგეს.
გაიზარდა ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც რუსული ბანკების მუშაობა შეზღუდეს და აქტივები გაყინეს
11. სულ უფრო უფასურდება რუბლი და რუსული კომპანიების აქციები
12. პუტინწამგლეჯსა და მისი ომის მსახურ მინისტრ ლავროვს ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ ყველა აქტივი გაუყინა
დაიღუპა 3500-მდე რუსი დამპყრობელი.
კვალის წასაშლელად რუსეთმა უკრაინაში მობილური კრემატორიუმი შეიტანა, რომელშიც მოკლული ჯარისკაცების გვამებს წვავს.
განადგურდა 100-მდე რუსული ტანკი და 600-მდე ჯავშანმანქანა,
20 საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი
დანაკარგებია უკრაინის მხარესაც, მაგრამ მოიგერიებს გველეშაპის კუდის ქნევებს და ღირსეულად გამოვა ომიდან.
ახლა მთავარია პირველ დღეებს გაუძლოს.
მერე ეს სანქციებიც თავისას იზამს",- წერს ჩანადირი.
სხვა სიახლეები:
🔵 რუსეთს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლებაც ჩამოართვეს
🔵 ზელენსკი: ვრცელდება უამრავი ყალბი ინფორმაცია, მე აქ ვარ და დანებებას არ ვაპირებ (ვიდეო)
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...