"ლეგენდების თანახმად ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან 🙂 ჩვენ არ შეგჭამეს, არც დაგგვესლეს, ეტყობა უკვე ნაკვებები იყვნენ" - ქართველი ემიგრანტის გზა მექსიკიდან აშშ-მდე

ჯგუფში "მექსიკიდან ამერიკაში", მორიგი ისტორია გამოქვეყნდა, თუ რა გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოდან აშშ-მდე.
პოსტის ავტორი, ინგა კორინთელია, რომელიც უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე და ახლა უკვე, სხვებს აძლევს რჩევას.
„როგორ ხართ?? როგორ?? ☺️ ჩვენ ჩამოვედით უკვე, თქვენ რას შევებით? 🇺🇸🗽 როგორ ჩამოვედით? ძალიან კარგად, დაბრკოლებების გარეშე 😋
სად ხარ აბაა ის “ხალხი„ (( მექსიკის ტურისტული საბუთით მექსიკაში ვერ შეხვალო )) 🫣
მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თქვენი მიდგომა დამოკიდებილება მექსიკიდან ამერიკაში გადმომსველელი ხალხისადმი! შეიძლება ყველას თქვენ ინტერესი გაქვთ "ტურისტული ბიზნესი" მაგრამ,
ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში ნუ ცდილობთ თავს მოახვიოთ თქვენი მცდარი შეხედულება!
4 ჯგუფია FB - ზე, 3 ჯგუფია Telegrem ის, ყველგან სხვადასხვა ინფორმაცია იწერება, მიზან მიმართულად მიდის პანიკის დათესვა!
ყველა არ გავდივართ ერთი და იგივე გზას არააა! ბევრი გზაა და ყველა გადის სხვადასხვა გზას, სხვადასხვა გადამყვანების დახმარებით!
როგორ ჩამოვედით 9 კაციანი ჯგუფი?!
1) გავაკეთეთ "მექსკის ტურისტული საბუთი"
საბუთი დაგვიმზადა 8 სამუშაო დღეში.
საბუთის ღირებულება 1500 $ თანხა გადავიხადეთ საბუთის დამზადების შემდეგ.
2) გადამყვანმა დაგვიგემგმა გზა, თბილისი - ბარსელონა - მადრიდი - კანკუნი.
უკანა გზა, კანკუნი - თურქეთი- თბილისი
სასტუმრო კანკუნში 10 დღიით.
გადავიხადეთ 2350 €
არსად დაბრკოლება არ გვქონია, კითხვები ჰქონდათ ისიც ძალიან ზედაპირული, რასაც ნებისმიერ ქვეყანაში სვავენ როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ!
3) კანკუნის აეროპორტი. ვიცოდით ვინ უნდა დაგხვედროდა, ასევე იცოდნენ ვინ მივდიოდით.
კანკუნის აეროპორტიც დაბრკოლების გარეშე გავიარეთ.
კანკუნში გავჩერდით 3 დღე.
მეოთხე დღეს მოგვიტანეს ბილეთები გადავფრინდით ტიხუანში.
4) ტიხუანაში გადასვლის დროს იყო რეიდები. რეიდის გამო 2 ჯგუფად წამოვედით, ერთი ჯგუფი ერთ დღეს მეორე ჯგუფი მერე დღეს. კანკუნის აეროპორტში იყო ძალიან გართულებული სიტუაცია, ამოწმებდნენ ყველას და ყველაფერს.
მექსიკელების რეიდი იყო.
ჩვენ ძალიან მხიარულად ტურისტულად არანაირი ნერვიულობა მშვიდად და წყნარად გამოვიარეთ. მთავარია არ დაიბნეთ, დაბნევა და ბორტიდან მოხსნა ერთია, არ უნდა იფიქროთ იმაზე რომ ამერიკაში გადაპარვას აპირებთ, იფიქრეთ იმაზე რომ მიდიხართ ტურისტულად ხართ ტურისტები.
5) ტიხუანაშიც ასევე იყო რეიდები, ოღონდ ამერიკელების.
ტიხუანაში ყოფნა მოგვიწია 8 დღე.
ტიხუანაში გარეთ გამოსვლაც კი არ შეიძლება როდესაც რეიდებია, გადამყვანის ხალხს მოჰქონდათ ყველაფერი რაც გვინდოდა.
სასტუმროს კვების ხარჯი გადამყვანის იყო. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია დამატებით.
6) ტიხუანაა მეხიკალას გზა 🤫
ლეგენდების თანახმად ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან 🙂 ჩვენ არ შეგჭამეს, არც დაგგვესლეს, ეტყობა უკვე ნაკვებები იყვნენ.
ტიხუანადან მეხიკალამდე წავედით მანქანით, გზაში ვიყავით 3 საათი.
ჩახსნილ ღობიდან დაგვტოვეს 1 კილომეტრში დანარჩენი გავიარეთ ფეხით.
1 კმ ფეხით, პატარა მდინარეზე გადავედით, წელამდე წყალი იყო 🥹 არაფერი საშიში !
7-8 საათი ველოდეთ ამერიკელებს რომ ჩავბარებულიყავით.
7) დეთენშენი, აქაც ლეგენდების თანახმად გაუსაძლისი სიტუაციაა 🙂 მაგრამ ესეც არ შესაბამება სიმართლეს, იმაზე მეტი გაუსაძლისი არაფერია რაც დღეს საქართველოში ხდება!
რა გზის გამოვლაც ქართველებს გვიწევს ჩვენთვის საოცნებო ქვეყანაში ჩამოსაღწევად.
დეთენშენში ვიყავით გოგოები 2 დღე ღამე, კაცები 5 დღე ღამე გავერეს.
სიტუაცია ნორმალურია სანერვიულო ვაი ეს რა არის აქ ვერ გავძლებ არააა!
დღეს უკვე აქ ვართ 🗽 ყველას გისურვებთ მალე ოცნების ასრულებას!
სანერვიულო არაფერი, მიზნის მისაღწევად ღირს რისკზე წასვლა.
1) საბუთი 1500 $
2) მგზავრიბა 2350 €
3) სპონსორი 1000 $
4) გადამყვანის თანხა 6000 $
5) სახარჯოდ გზაში 1000 $",-წერს, ინგა კორინთელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ყველაფერი თავდაყირა დადგა, სრულდება პოლონეთის ვიზით გადასვლა მექსიკიდან შეერთებულ შტატებში"
1744920197
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...
1744919114
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...
1744915581
ახალი ამბებისოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...
1744913119
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1744911668
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...