"მთავრობის სხდომაზე არ დამიშვეს, თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ, სხვაზე არ აქვთ პრობლემა" - რაც წერს "ტვ პირველის" ჟურნალისტი

"ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტი, bm.ge-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია, სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი მწვავე კითხვების დასმის გამო დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ პრესკონფერენციაზე არ დაუშვეს.

"არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს❗️

მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე.

მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ.

მივედი და არ შემიშვეს.

ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა Nino Tskhadadze მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოვეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა)🙂 (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ (კომენტარში დავდებ ლინკს)

Irakli Garibashvili მარტო მტერი გყავთ ირგვლივ - ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ. 

Nino Giorgobiani მეგონა, პრემიერის იმჯისთვის კარგი გინდოდა ნინო. 
#წერტილი",- წერს ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ივანიშვილის დავალებით მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში "ეფ ეს ბეს" საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა - დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა" - გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

* რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი