"ნუ გავწირავთ ჩვენ შვილებს სხვის ომში უაზროდ დასაღუპავად" - თეიმურაზ ქორიძე უკრაინაში ქართველების დღუპვაზე

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე, უკრაინაში მიმდინარე ომში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება:
"უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე მეომარი დაიღუპაო...
ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და გულწრფელად თანავუგრძნობ მათ ახლობლებს.
მძიმე, ძალიან მძიმე გასახსენებელია, მაგრამ, მოდი, ერთი წამით ჩვენს ტანჯულ ისტორიაში გადავიხედოთ:
ჩვენ, ქართველები, ვიბრძოდით (და ვიღუპებოდით!) სპარსების მხარეს და სპარსების წინააღმდეგ;
მონღოლების მხარეს და მონღოლების წინააღმდეგ;
მამლუქების მხარეს და მამლუქების წინააღმდეგ;
ოსმალოს მხარეს და ოსმალოს წინააღმდეგ;
არაბების მხარეს და არაბების წინააღმდეგ;
გერმანული ნაციზმის მხარეს და გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ...
არაფერს ვამბობ გაუთავებელ შინაომებზე.
ვიბრძოდით და ვიღუპებოდით.
ჩვენ, ქართველები, ჩვენი ხანგრძლივი, საინტერესო და გმირული ისტორიის განმავლობაში ვიბრძოდით და ვიღუპებოდით სამშობლოს დასაცავად და... ჩვენი მოსისხლე მტრების ინტერესების დასაცავად!
ალიან გთხოვთ, სანამ რუსეთუმეებისა და სამშობლოს მოღალატეების სიაში ჩამრიცხავდეთ, მათქმევინეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს - ომი, გაჭირვება, ღალატი, უვიცობა, შიმშილი, ერთადერთი ვაჟიშვილის ყოვლად მოულოდნელი დაკარგვის ენით უთქმელი სიმწარეც... არ მინდა, ყველაფერმა ამან ჩემი თანამემამულეების თავზეც გადაიაროს.
როგორც საბჭოთა საჰაერო-სადესანტო არმიის ყოფილმა ოფიცერმა, დაახლოებით ისიც ვიცი, რას წარმოადგენს რუსული არმია - სისასტიკის და დაუნდობლობის განსახიერება.
ჩვენ, სამმილიონიანი ღარიბი ქვეყანა, რომელიმე მხარის გვერდზე დგომით ვერავითარ, თუნდაც სიმბოლურ, გავლენას ვერ მოვახდენთ მსოფლიო მონსტრების ომზე.
სამაგიეროდ, არსებობს ამ ომში ჩვენი ჩათრევის რეალური საფრთხე და საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობის საშიშროება.
ნუ გავწირავთ ჩვენ შვილებს სხვის ომში უსახელოდ და უაზროდ დასაღუპავად.
ჩვენ არ გვაქვს ამგვარი „ფუფუნების“ უფლება.
მოდი, გავუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს - ჩვენს იმედს და ხვალინდელ დღეს.
მით უფრო, როცა ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების, შვილიშვილების სიცოცხლე, შესაძლოა, ხვალ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს დასაცავად დაგვჭირდეს", - აცხადებს ქორიძე.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომში საქართველოდან სამი მებრძოლი დაიღუპა, რომლებიც რუსების წინააღმდეგ უკრაინელების მხარეს იბრძოდნენ.
სხვა სიახლეები:
🔲 "ლამის დასაბმელები ვართ, სანამ რუსებს ვეძგერებით"- ალეკო ელისაშვილი უკრაინიდან ფოტოებს აქვეყნებს
🔲 "ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინიდან
🔲 "ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა" - უკრაინული მხარე
1740848364
ახალი ამბებიგურიის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ურთულეს...
1740846442
მსოფლიო„გუშინ ნახევარ უკრაინას არ ეძინა... იმედია, ზელენსკის სათადარიგო გეგმა აქვს“ - პოროშენკო
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკო ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გუშინდელის გამო არ აპირებს ზელენსკის გ...
1740845128
ახალი ამბებისაქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...