„პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!...“ - ქართველი პროფესორი

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა..." რა გვეტაკა, ადამიანებო?!“ - ამ კითხვას, იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე სვამს და საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას უზირებს. 

„პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!...
ბანკებმა უარი განაცხადეს არ მოვემსახურებითო?!
მე არ მინდა არაადამიანებით დასახლებული საქართველო!...
მე არ მინდა, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს რომ არ ეხმარება, ის საქართველო!.
მე არ მინდა არასტუმართმოყვარე საქართველო!...
მე არ მინდა სხვა ერის, ნებისმიერი ერის მოძულე საქართველო!...
პუტინს და მის გარემოცვას დღესვე დასცემია მეხი და მოუსნაგვავს!
მისგან გამოქცეულ ადამიანებს უარს ვეუბნებით თავშესაფარზე?!...
დროებით რომ შევიფაროთ, ამაზე ვეუბნებით უარს?!...

როცა უმწეო ადამიანი საშიშროებას გაურბის, იცით საით და რა მიმართულებით, ვისკენ გარბის?
მე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო: საშიშროება გამოქცეული უმწეო ადამიანი გარბის ადამიანებისკენ, იმათკენ, ვისგანაც დახმარებას, შეფარებას, გადარჩენას მოელის და არა მტრისკენ.

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა..." - ასეთი საქართველო მინდა. და, ვისაც ასეთი საქართველო არ გინდათ, შეეშვით ხალხის მოწამვლას!
ღმერთმა დალოცოს ჩემი სტუმართმოყვარე ქვეყანა!
სტუმართ მ ო ყ ვ ა რ ე!!!“ - წერს სოლომონ ნერგაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „მე პირადად ვერც რუს მივიღებ სახლში და ვერც ფრანგს. არ მახსენდება ეროვნება ან ნაცია, რომელსაც დედაჩემი იგუებს“ - დათო ლიკლიკაძე

📌 “ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი“ - ნიკა ქავთარაძე

📌 „დადგა მომენტი, საქართველოში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, ეს ემიგრაციაა” - გიორგი ფოფხაძე

📌 ნეაპოლის ქართული სამრევლო უკრაინის დასახმარებლად

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი