"ქართველები და აფხაზები შევძლებთ ოდესმე ამ დღის ერთად აღნიშვნას?" - უჩა ნანუაშვილი

უფლებადამცველი, ყოფილ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში, სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და წერს:
"27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე ქართველებისთვის, სოხუმის განთავისუფლების დღე აფხაზებისთვის.
შევძლებთ ოდესმე ამ დღის ერთად აღნიშვნას?
მანამდე ალბათ 1992-1993 წლის მოვლენები უნდა შეფასდეს და დამნაშავეები დაისაჯონ! ყველა მხრიდან! ვიღაც იტყვის რომ შეუძლებელი იყო ომის აცილება.
ბალტიისპირელებმა აიცილეს, და კრემლის აგენტების ლუსტრაცია დაიწყეს.
ჩვენ დღემდე არ დაგვიწყია ეს პროცესი.
ალბათ შერიგების დღე დადგება, ადრე თუ გვიან.
საკითხავია როდემდე გადავდებთ იმ მოვლენების შეფასებას და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევას, პასუხისმგებლობის აღებას იმაზე რაც მოხდა და რამაც მიგვიყვანა 27 სექტემბრამდე.
ამის აღიარების და წარსულის ობიექტური შეფასების გარეშე კი ეს დღე არასოდეს დადგება ალბათ.
დიდება გმირებს!
დევნილები სახლში უნდა დაბრუნდნენ!
#რუსეთიმტერია!",- წერს ნანუაშვილი.
სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა - ომი რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა (ფოტოკოლაჟი)
1745141357
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...
1745134555
მსოფლიოზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს
თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...
1745133173
საზოგადოებადავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარშიდ...
1745132127
ახალი ამბებიალექსანდრე წულაძე - აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, ის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოს...