„სირცხვილია ხალხო, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, 1 კილოგრამი შაქარი, რომ იყიდოს... დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით“ - არჩილ ნიჟარაძე

„სირცხვილია ხალხო, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, იმიტომ, რომ დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.
„ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს. აი ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი ვინც დღე და ღამ კლავიატურით იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის.
შაქრის მთავარი ექსპორტიორი საქართველოში ბრაზილიაა და ექსპორტის გაზრდაც შესაძლებელია, ასევე ვყიდულობთ პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან, ანუ რეალურად დეფიციტის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
სირცხვილია ხალხო ამ ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თქვენსავით ყუთობით ვერ ყიდულობს პროდუქტს, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, იმიტომ, რომ დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით.
რაც შეეხება იმპორტიორებს, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან კიდევ უფრო მეტად გაუჭირვოთ საკუთარ ხალხს, 3-4 ჯერ ძვირად ყიდით პროდუქციას ყოველგვარი საფუძვლის გარეში და ამავდროულად 5შეკვრა პამპერსს აგზავნით უკრაინაში, ხო და მომკალით და არ მჯერა საკუთარი ხალხის სულის ამომხდელი პატრიოტების და თავისუფლების მოყვარეების, სააფთიქო ბიზნესისა და 700% იანი საბანკო სესხებისა არ იყოს!
არაუშავს, მოვა დრო, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი!!!“, - წერს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე.
ასევე საინტერესოა:
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...