ვახო სანაია და მისი მეუღლე უკრაინაში იმყოფებიან

ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე თამუნა ყურაშვილი უკრაინაში იმყოფებიან. ამის შესახებ ვრცელ სტატუსს ვახო სანაიას მეუღლე ფეისბუკზე ავრცელებს:

"ლვოვში ვარ, ვახოსთან ერთად.

ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო ყველაზე რთული და დამღლელი  24 საათი ჩემს ცხოვრებაში.

ორი თვითმფრინავით მგზავრობის მერე აღმოვჩნდით  პოლონეთის პატარა ქალაქ Rzeszow-ში, ქართულად როგორ გამოითქმის არც ვიცი.

ვაპირებდით იქ სასტუმროში გათენებას და დილით უკრაინის საზღვართან მისვლას.

აღმოჩნდა რომ არცერთი თავისუფალი ღამის გასათენებელი ადგილი ქალაქში არაა და ამიტომ წავედით ტაქსით საზღვსიკენ.

მგზავრობამ საათ-ნახევარი გასტანა, რა თქმა უნდა მე გათიშულს მეძინა:)

ჩამოვედით  ღამის ორ საათზე პირდაპირ კარვების ქალაქში, მათვარი ამბავი აქ ისაა რომ ჩვენი ჩანთების გარდა გვქონდა უმძიმესი ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუთებით სავსე ერთი უმძიმესი ჩანთა, კამერა, შტატივი, კიდევ კამერის დამტენებით სავსე  და ფლეშის ჩანთები, მოკლედ სამი ადამიანი ვიყავით ძალიან ბევრი ბარგით.

ძალიან, ძალიან ციოდა.

გავიარეთ კარვების ქალაქის ქუჩა, სადაც იყო  დახლები, ყველაფრით  სავსე-საკვები და სათამაშოები,სნექები, პლედები და ხელთათმანები, საბავშვო ეტლები  და ქარსითები, ტანსაცმელი.

ცალკე იყო ყველაფერი ცხოველებისთვის, საბელი, საჭმელი, კალათები, ძაღლების და კატების სათამაშოები.

საზღვრის გადამკვეთ ჭიშკართან, მიუხედავად იმისა, რომ  ღამის სამი საათი იყო იდგნენ ვალანტიორები და ღამის განმავლობაში გადმომსვლელებს აპურებდნენ, ცხელ  კაკაოს  ან ჩაის ასმევდნენ და აკვალიანებდნენ.

ვისაც დაველაპარაკეთ ყველა შოკირებული იყო პოლონეთის მხარის მიღებით, იქ მარტო პოლონელები არ არიან, მოხალისეები არიან მთელი მსოფლიოდან, საკრამენტოდან ჩამოსულებიც კი ვნახეთ.

სიცივისგან უკვე გული მიმდიოდა სანამ ვახო ინტერვიუებს წერდა და კადრებს  იღებდა , მე  ინგლისელები მოხალისეების ბანაკმა შემიფარა, ცეცხლი ენთო  კასრში და  გავლღვი.

ცხელი კაკაოთი გამიმასპინძლდნენ კიდეც.

მერე ვახო და  გიგაც (ოპერატორიც)  დააპურეს  რაღაც გადასარევი სუპით.

მოკლედ, გათბობის და აზრზე მოსვლის მერე ისევ ავისხით ჩვენი  გუდა ნაბადი  და გავუყევით ორ კილომენტრიან გზას უკრაინის საზღვრამდე.

ფეხით საზღვრის გადაკვეთა ყოფილა კოშმარი, არასოდეს არ გადამიკვეთია, მგონი ერთხელ საქართველო თურქეთის და ისიც მანქანით ვიყავი.

აღმოჩნდა რომ უკრაინაში არა უკრაინელების შესვლა გამკაცრებულია, ძალიან დიდი ხანი არკვევდა მებაჟე ჩვენს ამბავს, დაახლოებით სამი საათი, ჩვენთან ერთად ასევე ამერიკიდან იყო  ჩამოსული მეომარი, ისიც მორჩილად ელოდებოდა თავის ბედს.  

ამასობაში გათენდა.

დაახლოებით რვა საათზე  ამ მებაჟე გოგომ გამოგვიცხადა რომ სულ  ცოტა ხნის  წინ თურმე მიიღეს განკარგულება აკრედიტაციის შესახებ და რაღაც სპეცფორმაა შესავსები და რაღაც საიტზე გასაგზავნი, მაგრამ ამას იქ ვერ ვიზამდით და უკან უნდა გავბრუნებულიყავით.

გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და მერე შეგვეძლო მობრუნება.

მართლა შოკი მქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ყველაფრით უკან, ფეხით დაბრუნება, იქ რიგში დგომა, რადგან უკვე გათენდა და ლტოლვილების ნაკადიც დაიძრა.

მერე ისევ გამოვლა პოლონეთის საზღვრის, ისევ  აქამდე მოსვლა  ამხელა ბარგით, ფეხით.

მაგრამ მოგვიწია.

ჩვენ ეს შევძელით, ამდენი თრევისგან ამ  ჯავშანჟილეტის და ჩაფხუტების ჩანთას მოსძვრა სახელურები, გიგამ და ვახომ  ჩაიცვეს, ჩავდექით ლტოლვილებთან ერთად რიგში, გავიყინეთ, თუმცა მზე ანათებდა ქარი სასტიკად  უბერავდა.

ბავშვიანებისთვის ცლაკე გადასვლელი იყო, ურიგოდ.

პოლონელმა მებაჟეები ცალკე გაოცდნენ სამი საათის წინ გვინდა გამოვლილი მათი საბაჟო...

მოკლედ ორჯერ გამოვიარეთ ეს ჯოჯოხეთი გზა, პარალელურად ვახომ შეავსო ის სპეცფორმა, ფოტოებით და ამბებით და სანამ მივედით უკრაინის საზღვრამდე ყველაფერი მზად იყო.

ერთი კითხვის გარეშე შევედით უკრაინაში "შეგინის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან.

ლვოვში მივდიოდით.

ამ პატარა სოფელში არც ტაქსი იყო  და არც არაფერი.

გვითხრეს რომ რაღაც მარშუტკები და ავტობუსები დადიან კონკრეტული ადგილიდან ლვოვში.

იქამდეც მივბობღდით ჩვენი ბარგით და დაგვხვდა მშვენიერი მარშუტკა.

ორ საათში ლვოვში ვიყავით.

ლვოვი აღმოჩნდა ძალიან ლამაზი, ძველი ქალაქი, იტალიური და გერმანული არქიტექტურის ნაზავით.

ქვფენილით მოკირწყლული ქუჩებით.

სასტუმროები  აქაც გადავსებულია, მაგრ ამ  რამდენიმე  ნომერი აღმოჩნდა ცარიელი სასტუმრო "ლვოვში"დაახლოებით თბილისში რომსასტუმრო "საქართველო"  იყო მაგ სტილის ძველი, საბჭოთა  ესთეტიკის, შეიძლება პოსტსაბჭოთაცაა, არ ვიცი.

მათვარია დავბინავდით და ზედმეტი ნივთები  დავაწყვეთ ნომერში.  

და გავედით  კარვების  ქალაქში, რომელიც ვაგზალთანაა განლაგევული.

აქაც ზუსტად იგივე- მოხალისეები, ყველანაირი დახმარება, საკვები, ტანსაცმელი, ცხელი კერძები და ცხელი სასმელი ყველა კუთხეში.

შუა მოედანზე დგას ბურჟუიკა, სადაც წყალი  ცხელდება და ნაწილდება ყველა  საკვებ პუნქტში.

სკოლის  დაწყებითი კლასების მერე არ მინახავს "კაჩიგარი", რომელიც ამ "ბურჟუიკას" ამუშავებს 24 საათის  განმავლობაში. 

 ჩვენი პირველი დღის შესახებ დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ფორმულაზე 20 საათზე და ასევე 22.00 ზე  ჟიჟისთან.

ახლა უნდა დავიძინო, თვალებს ვერ ვახელ, ოღონდ მართლა. პ.ს.

უკრაინელების დამოკიდებულება  ცხოველების მიმართ სასწაულია.

სანამ უკრაინის გამოსასვლელ საზღვართან  ვიდექით და ვახო საბუთების ამბავს არკვევდა, ყველა  იძულებით გადაადგილებული ჩვენს წინ  გადიოდა.

ან ბავშვებიანი იყო ყველა ან კატა ძაღლიანი.

ერთი მოხუცი ქალი იყო, ხელჯოხით, მარტო, პიკინესის ჯიშის ძაღლით.

ორი პარკით, ვერ იჭერდა პარკებს, მერე ვიღაც დაეხმარა, ჩვენ გავაჩერეთ ახალგაზრდა ბიჭი და ვთხოვეთ დახმარებოდა.

ტიროდა ეს ქალი ვერ აგრძელებდა გზას", - წერს ყურაშვილი ფეისბუკზე.

სხვა სიახლეები:

🔵 რუსეთმა უკრაინაში „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოიყენება დაადასტურა

🔵 "ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა" - უკრაინული მხარე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737004183

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას

„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2022 წლის თებერვლიდან და რატომღაც, ეს ზუსტ თანხვედრაშია იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, – ამის...

ლევან მაჭავარიანი

1736974304

ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. როგორც საელჩოში ა...

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

1736972444

მსოფლიო

ბაიდენი: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის და ირანის დასუსტების, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. „ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის...

მსოფლიო

1736970119

მსოფლიო

დანიის პრემიერი ტრამპს გრენლანდიის შესახებ ესაუბრება

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას დანიის პრემიერის ოფისი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი...

დანიის პრემიერი ტრამპს

1736968998

სპორტი

კვარაცხელიას დამშვიდობება „ნაპოლის“ თითოეული წევრისთვის ძალიან ემოციური იყო - „სკაი სპორტი“

საფრანგეთში გამგზავრებამდე ხვიჩა კვარაცხელია კასტელ ვოლტურნოში „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა. ის თანაგუნდელებს დაემშვიდობა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტ...

 ხვიჩა კვარაცხელია