საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს, თქვენ შეგიძლიათ ხალხი გადაარჩინოთ - დომენიკ მანგო

საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს, თქვენ შეგიძლიათ ხალხი გადაარჩინოთ, - ამის შესახებ უკრაინაში მოხალისედ წასული სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო, სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს მაშინ, როდესაც ათასობით დაბომბილი ბავშვის შესახებ ესმის ინფორმაცია?

თქვენ შეგიძლიათ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და თქვენი ფულის 0.01%-ით მოაყენოთ აქ ავტობუსები და ეს ხალხი გადაარჩინოთ. უკვე 3 დღე და ღამეა ვიხვეწები ავტობუსებს, რომ გავიყვანოთ ხალხი.

ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, უკრაინაში არც კი შემოგიყვანთ. გამოვიყვანთ ამ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დაგხვდებათ. შეწუხებული ვარ ამ გულგრილობით - რად გინდა ფული, თუ მის სანაცვლოდ ადამიანობა დაკარგე?!

გ ა ვ ა ს ა ი დ უ მ ლ ო ე ბ !

თუ მადლობა გინდა საჯაროდ, წლების მანძილზე გადაგიხდი მადლობას, ოღონდ ვინმე მდიდარმა (რომლებიც უხვად კითხულობთ ჩემს გვერდს) ისურვეთ და გაიყვანეთ ბავშვები და ქალები აქედან!

ბარტერი გინდა?

თანახმა ვარ, ასიათასობით ადამიანს ვანახვებ, რომ სიკეთე გააკეთე. ფარულად გინდა? ვფიცავ ვერავინ გაიგებს შენს შესახებ, ოღონდ გააკეთე!

გუშინ 1500 ქალი და ბავშვი დაბომბეს თავშესაფარში - გახსოვდეს ეს.

ეს არის ჩემი ვოთსაპის ნომერი: ‪+48 694 812 741‬“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე საინტერესოა:

🔵 „კაჩინსკის რა ნამუსით ახსენებს ღარიბაშვილი საერთოდ, მისი დაკრძალვისთვის ნაყიდი გვირგვინისთვის ასამართლებს სააკაშვილს“ - ნიკა გვარამია

🔵 „მინდა პუტინი და მისი მომხრეები ზუსტად ისე გამწარდნენ, როგორც ხალხი მწარდება დაბომბვის დროს!“ - დათო ლიკლიკაძე

🔵  „მეგი დე, ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული“ - გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740845128

ახალი ამბები

საქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...

ყინვა

1740842952

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი