"Wizz Air არის კომპანია რომელმაც გამოფრენისას თვითმფრინავში - განა აეროპორტში - თვითმფრინავში დამჯდარი მალოდინა 1 საათზე მეტი - მიზეზი: ველოდით წინა რეისზე იტალიაში ჩაფრენილ ქართველებს"

პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"Wizz Air არის კომპანია რომელმაც გამოფრენისას თვითმფრინავში - განა აეროპორტში - თვითმფრინავში დამჯდარი მალოდინა 1 საათზე მეტი.

მიზეზი: ველოდით წინა რეისზე იტალიაში ჩაფრენილ ქართველებს (მე მოვდიოდი იტალიიდან, ანუ საერთოდ სხვა რეისია) სანამ არ გადაკვეთეს საზღვარი, მანამ არ ავფრინდით.

ერთი ადამიანი მოაბრუნეს და იმას ველოდეთ მერე უკან, რომ წამოგვეყანა საქართველოში!

აი მე რა შუაში ვარ?

აქ არ დამთავრებულა ამბავი, თვითმფრინავში ისეთი "გულავი" აიწია ვერ ვხედავდი შიდა სივრცეს ნორმალურად.

ხალხი იდგა, ზოგი დასეირნობდა და მიდიოდა კაი ჯიგრული სმა, ოჯახის სადღეგრძელოები, სიყვარულის... ხმაური გაუთავებელი ყვირილები, ქალები - კაცები, აი ყაყანი და საგიჟე.

მაყალი აკლდა სიტუაციას (კადრიც კი წარმოვიდგინე იქვე).

მერე დათვრა სასტავი და დაიძაბა მანდ ამბავი, ჩაერია ქალებიც და ერთი პერიოდი ვიფიქრე ახლა დაარტყამს, ახლა დაარყყამს-თქო და ძლივს დააშოშმინეს მეგობრების ჩარევებით.

მოკლედ ძალიან ცუდი გამოცდილება იყო, აღარასდროს გამოვიყენებ ამ კომპანიას, მატარებლის კუპეში რომ ზეიკიძეზე ჭაჭას ვაყოლებდით გზაში და ვიღაც ჩხუბობდა სხვა კუპეში ეგეთი სიტუაცია იყო.

ამას ის დაემატა რომ დაფრენა გაგვიჭირდა ძალიან ძლიერი ქარის გამო, გვაქანავა მაგრად და მოკლედ ქართველობა ეგრევე ვიგრძენი ჩაჯდომის პირველივე წუთიდან და მადლობა ამისთვის.

იმედია აღარასდროს გამოვიყენებ თქვენ სერვისს!", - წერს გელიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან" - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, მორიგ განცხადებას ავრცელებენ
 

*“ბადანტე” და მისი შვილი მოხუცისთვის 160 000 ევროს მოპარვაში არიან ბრალდებულნი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740390311

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. თავდაპირველად ვრცელდებ...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

1740388628

ახალი ამბები

„ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს, მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა“ - კახა კალაძე

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა...

კახა კალაძე

1740387278

ახალი ამბები

დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.  საქართველოს აეროპორტები...

უთაისის საერთაშორისო აეროპორტი

1740385646

ახალი ამბები

კახა კალაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლებია წარმატებით მუშაობს

„ჩვენი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთა...

კახა კალაძე

1740385301

ახალი ამბები

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე - განახლებული ინფორმაცია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შეზღუდვა მოქმედებს შიდა...

მოძრაობა - გზა, თოვლი