ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-იტალიურ განათლების ცენტრ „მინერვას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ააიპ ქართულ-იტალიურ განათლების ცენტრ „მინერვას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და „მინერვას“ თანაპრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი, ქართულ-იტალიური სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; კონფერენციების, სემინარების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას; აგრეთვე, ერთობლივი კვლევითი პროექტების მხარდაჭერას განათლების სფეროში, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კონფერენციის - “იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია - ACIG 2025” - ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 3-4 აპრილს უმასპინძლა. მასში იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის, 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი, „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო და ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან ორმაგ, ქართულ-იტალიურ დიპლომს მიიღებს. ანალოგიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს KIU-ს კიდევ ერთი ახალი საბაკალავრო პროგრამა - „დიზაინი“, რომლის პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართა. „დიზაინის“ წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი, ასევე, ორმაგ (KIU და ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ქართულ-იტალიურ დიპლომს მიიღებს.

 

ACIG 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ: სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა”, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით.

ACIG 2025 მიზნად ისახავდა იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობას, ახალი იდეების პოპულარიზაციას ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.

უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744011048

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

1744009900

ახალი ამბები

შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ექსკლუზივს“ შსს-ში განუცხადეს, ვაჟა სირაძე აღნიშნულ თანამდე...

ვაჟა სირაძე

1744009077

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ

„რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“, - წერს სოციალურ ქსე...

შალვა პაპუაშვილი

1744007949

მსოფლიო

ევროკავშირი აშშ-ის საქონელზე საპასუხო გადასახადების გეგმას ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო დღეებში აშშ-ის იმპორტის მიმართ საპასუხო ზომების პაკეტს დაამტკიცებენ. მისი სავარაუდო ღირებულება 28 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება. ევროკომისია 7 ა...

ზოგადი

1744006666

ახალი ამბები

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ო...

ბზა