გივი მაჭარაშვილი ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ნაკრებმა. პირველ სამედლო დღეს ხუთივე ქართველმა საპრიზო ადგილებისთვის იჭიდავა. 

ჩემპიონი გახდა გივი მაჭარაშვილი(97კგ), რომელმაც კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. მაჭარაშვილმა ტურნირი მშვენიერი მოგებით დაიწყო - ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს 13:2 სძლია, ნეიტრალური გუნდის ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს 4:1, ნახევარფინალში კი 7:2 სძლია იმ თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის, ვისაც შარშანდელ ევროპირველობაზეც მოუგო. ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა. 

ფინალში იჭიდავა აკაკი ქემერტელიძემ(70კგ), სომეხ არმენ ანდრეასიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე ქემერტელიძემაც წმინდად მოიგო ევროპირველობაზე თავისი სადებიუტო პაექრობა - 11:0 სძლია "ნეიტრალთა" ბელარუს ვლადისლავ კოიკას. თურქ ჰეიდარ იავუზს 7:4, ნახევარფინალში კი ბულგარელთა შარშანდელ ევროპის ფინალისტსა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ რამაზან რამაზანოვს 5:2 აჯობა. 

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რობერტ დინგაშვილი(57კგ) და ავთანდილ კენჭაძე(79კგ), ხოლო გოდერძი ძებისაშვილმა65კგ) დათმო მესამე ადგილისთვის შეხვედრა. 

ხვალ, ფინალში იასპარეზებს მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი(125კგ) და მუდმივ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება, ხოლო შოთა ფარტენაძე(61კგ), გიორგი გოგრიჭიანი(74კგ) და მირიან მაისურაძე(92კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729187660

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოსალოდნელმა ნ...

ამინდი

1729183554

საზოგადოება

წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე დინამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდა...

პოლიცია

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა