მსროლელთა 7 ლიცენზია ევროპული თამაშებისთვის

პოლონეთში გასამართ III ევროპულ თამაშებზე საქართველოს სროლის სახეობათა ნაკრები 7 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ახლახან დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის სროლაში: ნინო სალუქვაძემ, ლიზი კილაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა, ლევან ქადაგიძემ, კაკო მოსულიშვილმა და ცოტნე მაჭავარიანმა, ხოლო სასტენდო სროლაში: იაროსლავ სტარცევმა.

25-მეტრ დისტანციაზე სპორტული 5.66 მმ პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.

10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პირად პირველობაში ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი გამოვლენ, ხოლო გუნდურში მათ ნინო სალუქვაძე დაემატება.

ვაჟებში პირად პირველობაში ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი მოსინჯავენ მიზანს, ხოლო გუნდურში ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდებათ.

შერეულ წყვილებში ორი გუნდი გვეყოლება- კილაძე-მოსულიშვილი და ფროდიაშვილი-ქადაგიძე.

სასტენდო სროლაში იაროსლავ სტარცევი მრგვალ სტენდზე ისვრის.

III ევროპული თამაშები 21 ივნისს გაიხსნება და მას პოლონეთის ქალაქები კრაკოვი-მალოპოლსკის სავოევოდო უმასპინძლებს. თამაშების პროგრამაში შესულია: სროლა(ტყვია, სასტენდო), მშვილდოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3×3 კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე, ველოსპორტი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ხელოვნურსაფარიან ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი (კლასიკურიც და პლაჟის), ჭიდაობა, ძალოსნობა და ბრეიქდანსი.

თამაშები სპორტის მთელ რიგ სახეობებში ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, ზოგში კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია და პირდაპირ იძლევა ოლიმპიურ ლიცენზიებს.

წყარო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714596351

ჰოროსკოპი

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის. ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცი...

იანვარი

1714595328

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, შსს-ს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია - აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებს

,,საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და...

ბრიფინგი შსს

1714592524

ახალი ამბები

„ხვალ მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია“ - მამუკა მდინარაძე

„ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. „დილით ფეხი...

მამუკა მდინარაძე

1714591846

ახალი ამბები

„ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს“ - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც ს...

ომბუდსმენი

1714591124

ახალი ამბები

ინფორმაცია, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან აქციაზე იმყოფებოდა, არის ტყუილი - თბილისის მერია

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამ...

მეეზოვე