ნეაპოლი ჩემპიონობისთვის მზადაა
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის კალენდარში ცვლილება შევიდა და "ნაპოლის" მატჩი "სალერნიტანას" წინააღმდეგ კვირას, 30 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
ამ დროისთვის "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირება უკვე დასრულებული იქნება და ნეაპოლელებს ეცოდინებათ, "სალერნიტანასთან" გამარჯვება ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნება თუ არა.
ნეაპოლი სრულ მზადყოფნაშია და 33-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთ, რიგით მესამე ჩემპიონობას იზეიმებს. იმ შემთხვევაში თუ "ლაციო" "ინტერთან" დამარცხდა, "სალერნიტანასთან" მატჩი ერთგვარი ფინალის ტოლფასი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლის ქუჩებს ზეიმის დიდი ტალღა დაფარავს.
"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" პირველი მატჩში, რომელიც იანვარში შედგა, ნეაპოლელებმა დი ლორენცოსა და ოსიმენის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს. მას შემდეგ, "სალერნიტანამ" აუტსაიდერობას თავი დააღწია და ბოლო 8 თამაშში 2 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.
მატჩის, რომელსაც მარჩენარო განსჯის, მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპალეტი ექსპერიმენტებს მოერიდება და კვლავ ოპტიმალურ შემადგენლობას გამოიყვანს "დიეგო მარადონაზე" (პოლიტანო, მარიო რუი და სიმეონე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან). სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი - დი ლორენცო (კაპ), რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
1738772262
მსოფლიოტრამპი: მინდა, რომ ირანი იყოს დიადი და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღი
მე მინდა, რომ ირანი იყოს დიადი და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული...
1738769085
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, დავაინიცირებთ მედიის კანონს, რომლითაც დადგინდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსება
„უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ერ...
1738767023
მსოფლიოზელენსკიმ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 9 მაისამდე გაახანგრძლივა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემდგომი გახანგრძლივებისა და მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 9 მაისამდე გა...
1738765228
საქართველოდავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია
„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან, [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით...
1738764187
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური
სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქ...