80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე, რომლებიც ზმეინის კუნძულს იცავდნენ, ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაში არიან

"ზმეინის კუნძულიდან დატყვევებული უკრაინელი მესაზღვრეები სევასტოპოლში ჩაიყვანეს", - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო რია-ნოვოსტმა, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტზე დაყრდნობით გაავრცელა.
"80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე, რომლებიც ზმეინის კუნძულს იცავდნენ, ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაში არიან.
რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლების თქმით, ტყვედ აყვანილი 80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე სევასტოპოლში გადაიყვანეს", - აღნიშნავს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღეს, დამპყრობლები მიუახლოვდნენ შავ ზღვაში სერპენტის კუნძულს და კუნძულზე დისლოცირებულ უკრაინელ მესაზღვრეებს ულტიმატუმი წაუყენეს: დანებებულიყვნენ რაზედაც უარი მიიღეს და ოკუპანტებმა ისინი დაბომბეს.
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინიზე დაიღუპა ყველა ის მესაზღვრე, რომლებიც მას იცავდნენ.
„ჩვენს კუნძულ ზმეინიზე ყველა მესაზღვრე დაიღუპა, ისინი კუნძულს ბოლო წუთამდე იცავდნენ. არ დანებდნენ. მათ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაწირა“, - განაცხადა მან.
25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვის შესახებ რუსული მხარის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი.
სხვა სიახლეები:
🔵 უკრაინის დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად პრიპიატში ჩავიდა
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...