„ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ლიდერს ვესაუბრე დღეს. რამდენიმე რამ გავიგე. პირველი, რომ მხარს გვიჭერენ, რისთვისაც მადლიერი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც უკრაინას განსაკუთრებულად ეხმარება. არამხოლოდ სიტყვებით. 
 
მეორე - ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად ჩვენთან ერთად იომოს? ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გარანტია მისცეს? ყველას ეშინია. 
 
დღეს მოსკოვიდან შევიტყვეთ, რომ მათ ჯერ კიდევ სურთ საუბარი. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი. 
მე ვეუბნები ჩემს ყველა პარტნიორს: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები მათ, ხართ თუ არა ჩვენთან ერთად? 
 
მე დღეს ვკითხე ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი? მე უბრალოდ შეკითხვა დავსვი. ყველას ეშინია. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ჩვენ არ გვეშინია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრის. ჩვენ არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის. მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები გვექნება? და რომელი ქვეყნები მიიღებენ ამას? ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლა ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ჩვენს არმიაზე და ხალხზე, ჩვენს დამცველებზე.“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 მტრის #1 სამიზნე ვარ, ვრჩები კიევში - უკრაინის პრეზიდენტი

🔵 სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს: „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი