"დღეს რთული და საშიში მომენტია" - კიევში 17 მარტამდე უწყვეტი კომენდანტის საათი დაწესდა
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსალოდნელი საფრთხის გამო, 17 მარტამდე ორი დღით ქალაქში უწყვეტი კომენდანტის საათი იმოქმედებს.
"15 მარტის 20:00 საათიდან 17 მარტის 7:00 საათამდე - კომენდანტის საათი კიევში.
დღეს რთული და საშიში მომენტია.
სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, დღეიდან - 15 მარტს, 20:00 საათიდან კიევში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
ქალაქში მოქმედებს გადაადგილების აკრძალვა სპეციალური საშვის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად.
კომენდანტის საათი 17 მარტს დილის 7 საათამდე გაგრძელდება.
ამიტომ ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში თავშესაფარში", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
სხვა სიახლეები:
🔵 "15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ეს არის ფასი, თავისუფლებისა დღევანდელ რუსეთში"
🔵 "მადლიერი ვარ იმ გოგოსი და მათი, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვის" - ზელენსკი
1737207564
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...
1737204009
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრ...
1737202482
ახალი ამბებიბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
ბათუმში, ზღვამ ცხედარი გამორიყა. დაღუპულია კაცია. ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. რა მუხლით დაიწყო ფაქტზე გამოძიება, შსს-სგან პასუხს ველოდებით.
1737202157
მსოფლიოტრამპი უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს დაიწყებს. ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal...
1737196819
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზ...