"გუშინ 16 ბავშვი შეეწირა პუტინის თავდასხმას, პუტინი იტყვის ალბათ, რომ ეს არის სპეცოპერაციის არა გამიზნული შედეგი, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად" - ზელენსკი ევროპარლამენტარებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გუშინ რუსულ სარაკეტო თავდასხმებს 16 ბავშვი შეეწირა. 

როგორც ზელენსკიმ, ბრიუსელში მიმდინარე ევროპარლამენტის სპეციალურ სესიაზე განაცხადა უკრაინამ უკვე აჩვენა საკუთარი ძალა და ახლა ჯერი ევროპაზეა.

"უკრაინელები არიან დაუჯერებელი ძალის მქონე ერი.

უკრაინას, ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს, რასაც დავისახავთ მიზნად და ეს ყველაფერი ჩანს ომის ფონზე, რაც მიმდინარეობს ახლა.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა საბოლოო ჯამში აირჩევს ევროპას.

ამიტომ მინდა მოვისმინო თქვენგან, რომ უკრაინელების ევროპული არჩევანი თქვენთვის არის მისაღები.

დღის პირველი ნაწილი უკრაინელებისთვის იყო ტრაგიკული, რუსეთის ფედერაცია სარაკეტო თავდასხმებით გვიტევს და ეს არიოს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ადრე გვქონდა კარგი ურთიერთობა.

რომელიც ანადგურებს ჩვენს ქალაქს, (ხარკოვი) რომელიც არის რიგით მეორე დიდი ქალაქი უკრაინაში.

აქ მდებარეობს ყველაზე თავისუფალი მოედანი ევროპაში, რომელსაც ორი რაკეტა დაეცა და გარდაიცვალა ათეულობით პირი.

ეს არის თავისუფლების ფასი, საკუთარი მიწისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქი დაბლოკილია ფაქტობრივად, ვერავინ გაბედავს ჩვენი თავისუფლების შელახვას.

დარწმუნებული იყავით, რომ ამ მოედანს ყოველთვის ერქმევა თავისუფლების მოედნის სახელი და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ უკრაინელებს აქვთ იმის სურვილი რომ დაიცვან საკუთარი შვილები.

გუშინ 16 ბავშვი შეეწირა პუტინის თავდასხმას, პუტინი იტყვის ალბათ, რომ ეს არის სპეცოპერაციის არა გამიზნული შედეგი, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. სწორედ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა 16 ბავშვი.

ევროპის გარეშე, თქვენს გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ძალა, გთხოვთ დაგვიმტკიცეთ რომ თქვენ ჩვენს გვერდით ხართ.

აუცილებლად გაიმარჯვებს თავისუფლება", - მიმართა ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს.

ზელენსკის გამოსვლას ევროპარლამენტარების მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი