კანადა კრემლს ახალ სანქციებს უწესებს - მძიმე ფასს გადავახდევინებთ რუსულ ელიტას

კანადა კრემლს ახალ სანქციებს უწესებს. „მძიმე ფასს გადავახდევინებთ რუსულ ელიტას“, - ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა ცალსახად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას სუვერენულ და დემოკრატიულ უკრაინის სახელმწიფოზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის, ადამიანის სიცოცხლის თავხედური უგულებელყოფა დიდი საფრთხეა მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის", - თქვა მან.
მისი თქმით, კანადა მკაცრ სანქციებს უწესებს 58 პირსა და სუბიექტს, მათ შორის რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს.
„ჩვენ სანქციებს დავუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრს. ამას სერიოზული გავლენა ექნება. ის მძიმე ხარჯს დააკისრებს რუსულ ელიტას და შეზღუდავს პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში", - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა.
განცხადებაში ტრუდომ აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. მისივე თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებს გამოვაცხადებდით და გავაგრძელებთ მის და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას", - თქვა მან.
ასევე საინტერესოა:
🔵 ზმეინის კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა
🔵 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ - უკრაინის საბაჟოს ხელმძღვანელი
🔵 სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს: „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...