ომი უკრაინაში - დღე მეექვსე (მიმოხილვა)

რა ხდება რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან მეექვსე დღეს საბრძოლო ველად გადაქცეულ უკრაინაში, ამის შესახებ პროგრამისტი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ სახმელეთო შეტევა კიდევ უფრო შენელდა ვიდრე წინა დღეებში. კიევზე შეტევები ჩრდილო-დასავლეთიდან შესუსტდა, ანუ სხვა მიმართულებიდან - არც დაწყებულა. 

მთელი დღე სადისტურად იბომბებოდა ხარკოვის მოსახლეობა. იბომბებოდა კიევიც, მარიუპოლიც და სხვა ქალაქებიც, მაგრამ ძირითადი წნეხი მოდიოდა ხარკოვზე (ძალიან დიდი მსხვერპლია სამოქალაქოებში, სავარაუდოდ 50 ადამიანზე მეტია დაღუპული მხოლოდ ერთი დღის მანძილზე). დღეს გამოქვეყნდა, რომ მოსალოდნელია 6000 კაციანი შეტევა ხარკოვზე (ანუ გუშინდელი ეს დაბომბვები "დარბილება" იყო დაცვის, მათი აზრით, სამხედრო არავინ დაუზიანებით, სულ მოსახლეობა დაბომბეს)

სავარაუდოდ, პუტინმა გადაწყვიტა, რადგან ომს ვერ იგებს, კიევს ვერ იღებს, უკრაინელები არ გარბიან - რამე შედეგი მაინც აჩვენოს ხალხს, რომ ტელევიზორში გამოცხადება შეძლონ "ხარკოვი ავიღეთ!" (რუსებისთვის ხარკოვი საკულტო ქალაქია). ეს გაზრდიდა მთელი ქვეყნის და ჯარის მოტივაციას. ამიტომ, დღეს მოსალოდნელია, რომ დესანტი გადმოხტება ხარკოვზე, ან ხარკოვთან და იქნება ქალაქზე მასირებული შეტევა (თუ მე ვცდები და არ იზამენ და გადადებენ ხვალ ან ზეგისთვის - მათთვის უარესი).

მარიუპოლი სრულიად ალყაშია, მაგრამ დიდად ისევ არ განიცდიან, მათი სიმშვიდე მეც მაკვირვებს.

ქალაქი, როგორც ყველა სხვა, იბომბება უმისამართოდ და უსისტემოდ, ელოდებიან რა იქნება (შეტევასაც კი არ ელოდებიან, ან იქნება შეტევა, ან - არ).

ხერსონი არის ამ ომის "ვანკა-ვსტანკა" - დაეცემა, ადგება, დაეცემა, ადგება. გუშინ დღისით დაეცა, მერე ისევ იყო ბრძოლები. ჯარი იქ არ არის, იბრძვის ტერ.დაცვა ამდენი დღეა.

რაღაც გაურკვევლობა ხდება თვითმფრინავების ჩუქებაზე, გაუგებარია, ყველა ქვეყანამ ვინც ჩუქნიდა - ცალ-ცალკე დაიხიეს უკან რაღაც გამოგონილი მიზეზებით. თითქოს დააშინა რუსეთმა ევროკავშირი "დიდი ბადაბუმით", ამის სანაცვლოდ.

მეორეს მხრივ "ახალ თვითმფრინავზე გადაჯდა ჩამოგდებული პილოტი".

მოკლედ, გაუგებარია, შეიძლება მიხვდნენ რომ ეგ აქცია ასე ყველას გასაგონად არ უნდა ექნათ და რომ ჩუმად უნდა შეეპარებინათ თვითმფრინავები, ზოგადად ბევრ რამეს აკეთებენ ყველას გასაგონად - რასაც ჯობია ჩუმად აკეთებდნენ და მერე მოჰყვნენ ხოლმე, 3-5 დღის მერე.

ნიკოლაევი ვერ აიღეს, ხიდი ისედაც აფეთქებულია და სამხრეთის ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთით შემოსასვლელად, სადაც მდინარე თხელდება.

არანაირი ჯარი მანდ არ არის, ამიტომ მთლიანად დამოკიდებულია უკრაინა ტერ.დაცვის ნაწილებზე და "მოლოტოვიან" მოხალისეებზე - რომ ცოტ-ცოტა მაინც გააჩერონ მოწინააღმდეგე და შეანელონ და მოწყვიტონ მომარაგებას.

(ყირიმიდან წამოსული ფრონტი ბევრად უკეთესად მარაგდება, მაგათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ "გავარდნილი" გაქცევა ჯერ არ უქნიათ, ახლა აკეთებენ - და დაიწყება მანდაც მასიური დანაკარგები, ჩემი პროგნოზით, ხვალიდან ოღონდ).

რაც არ გვინახავს ჯერ და გუშინ ყველამ გავუსვით ხაზი - არ გვინახავს ნორმალური შეტევა, ტანკები, ჯავშანტექნიკა, გაშლილი ველად და მათთან ერთად მიმავალი ქვეითი ჯარი. ეგეთი შეტევა იქნება საშიში.

ჯერ სულ ჯავშანტექნიკა მოდის მარტო და ხვდებიან ჯაველინები და ნ-ლოუები და "აბასთურმებენ" და ქვეითი ჯარი საერთოდ გარბის აქეთ-იქით, მაგრამ მე მგონია, რომ გუშინდელი "სიმშვიდე" საბრძოლო მოქმედებების მხრივ იყო "გადალაგება" და დღეს რუსეთი რომელიმე ფლანგზე რამეთი გაგვაკვირვებს (ან სამ ფლანგზე ერთად, კიევი, მარიუპოლი, ხარკოვი - ერთად დაიწყება, მე ასე ვიზამდი, თუ ტვინი აქვთ).

დღეს სავარაუდოდ დაბომბვები გაგრძელდება, უაზრო მოძრაობა უაზრო მიმართულებებზე გაგრძელდება, მაგრამ მთავარი იქნება ბრძოლები ამ სამ დიდ ქალაქთან.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რეალობაში ცხოვრება და ნორმად მიღება და უნდა დავეხმაროთ უკრაინას რითაც შეგვიძლია, პირველ რიგში, როგორც მინიმუმ, რუსებთან კომუნიკაციით იმისა რა ჩაიდინეს.

პ.ს. სანამ პოსტს ვწერდი - ხარკოვში დესანტი გადმოხტა, რამდენადაც იგრძნობა მცირე რაოდენობის და არა 6000 კაცი, მაგრამ შეიძლება დანარჩენები გზაში არიან.

დესანტი არაუშავს, მძიმე შეიარაღება არ აქვთ, მაგრამ უცნობია, ხარკოვში მოხერხდა თუ არა დამატებითი ძალების შეყვანა, იმიტომ რომ ის ძალები რაც თავიდან იყო, დიდ შეტევას ვეღარ გაუძლებენ. მთელმა რუსეთმა გადაწყვიტა, ნაცვლად უკრაინისა, ერთი ხარკოვი მაინც აიღოს და...

პ.პ.ს. კიდევ სულ მეკითხებიან "პროგნოზი რა გაქვს" - ჰოდა, არაფერია საპროგნოზო კაცო, მთელი პლანეტა მიხვდა უკვე, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, წააგებს თუ არა არ ვიცით - მაგრამ ვერ მოიგებს.

სამხედრო ოპერაცია ვერ დასრულდება უკრაინის დანგრევით აწი, პირიქით, "ჩოტა აზელილი სლავებისგან" - რუსულმა წნეხმა, შექმნა უკრაინა, ეს ომი არის უკრაინის დაბადება.

ჰოდა... რა პირობებზე მორჩება ომი და რით გაიპრავებს რუსეთი რაც ქნა და იქნება ნიურნბერგის პროცესი თუ არ იქნება და ა.შ. - ცალკე საკითხია

უკრაინა, ომს, არ წააგებს!

მორჩენილია ეგ "ვაიდა", არ მოხდება.

როგორ "მოიგებს" ან როგორ მორჩება, გაუგებარია ჯერ."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი