"პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან" - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც 2003 წლიდან დევნილის სტატუსით ბრიტანეთში იმყოფება, „TV პირველთან” უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი იმეორებს უკრაინაში იმ მოვლენებს, რაც 30 წლის წინ ჩეჩნეთში გააკეთა.

თუმცა ზაკაევის თქმით, მაშინ მსოფლიო დუმდა, რადგან ჩეჩნეთის ომს, რუსეთის შიდა საქმეებად მიიჩნევდნენ.

პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან, ან ის უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.

ის დღეს სჩადის დანაშაულს უკრაინელების წინაშე და ამ დანაშაულების ჩადენა დაიწყო პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

1999 წელს იმისთვის, რომ დაეწყო ომი ჩეჩნეთში, მან სახლები ააფეთქა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამის შესახებ უკვე იცის ყველა რუსმა.

ამ 22 წლის განმავლობაში რამდენი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა? ნორდოსტი, ბესლანი, ადამიანების მოწამვლა, ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას.

ის ტერაქტები, რომელიც მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ.

გაიხსენეთ ლიტვინენკოს მკვლელობა, სხვა პოლიტიკური მკვლელობები – ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია.

ეს ყველაფერი პუტინის კისერზეა.

ის უნდა იყოს ისე დახვრეტილი, როგორც ავი ძაღლი“, – განაცხადა ახმედ ზაკაევმა.

მისი თქმით, ზელენსკიმ პუტინთან არ უნდა გამართოს პირისპირ შეხვედრა.

ზელენსკიმ არ უნდა გამართოს მოლაპარაკებები პუტინთან, ეს იქნება დიდი შეცდომა.

მე ვარ იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც პუტინმა გაანადგურა, 300 ათასი ჩეჩენი მოკლა, 40 ათასი აქედან იყო ბავშვი.

დღეს პუტინსაც და ლავროვსაც ესმის, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და კარგად აცნობიერებენ, რომ სჭირდებათ მაღალი დონის კონტაქტი ზელენსკისთან და თუ ის ამ ნაბიჯზე წავა, ის აღიარებს პუტინს.

ყველა ჩეჩენი, რომელიც ბედის განგებამ და საკუთარი შვილების გადარჩენის სურვილმა ევროპაში აღმოაჩინა, აკვირდებიან უკრაინაში განვითარებულ პროცესებს და აქვთ დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება.

ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დაიწყო ჩეჩნეთში 28 წლის წინ.

დღეს ჩვენ ვუყურებთ, მთელი მსოფლიო როგორ დგას უკრაინის გვერდზე, დარდობს, ეხმარება.

ვფიქრობთ, რა სხვაობაა ამ ორ ომს შორის – როცა 30 წლის წინ კლავდნენ ჩეჩნებს, მთელი მსოფლიო უყურებდა, რომ ეს რუსეთის შიდა საქმე იყო.

დღეს რასაც უკრაინაში აკეთებს, განსჯიან ამის გამო. უკრაინას ეხმარებიან – ეს სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თუ პუტინის ფაშისტურ რუსეთს მაშინ ვინმე გააჩერებდა, დღეს არ მოხდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდებოდა მანამდე საქართველოში. არ იქნებოდა ის სირთულეები, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიოა.

მთელი მსოფლიო უყურებს პარანოიკს, რომელიც განვითარებულ სამყაროს აშანტაჟებს ბირთვული ღილაკით.

ჩეჩნები ახლა უკრაინელების მხარეს არიან და მხარს უჭერენ მათ ბრძოლას.

დღეს დასავლეთს შეუძლია ჩაკეტოს უკრაინის ცა და არ მისცეს უფლება პუტინს, დაბომბოს უკრაინელი ბავშვები, ქალები.

ეს უნდა გაჩერდეს ნებისმიერ ფასად.

ამის პოლიტიკური ფასი დასავლეთმა უნდა იცოდეს.

დასავლეთმა უნდა უთხრას პუტინს, რომ აღარ აძლევენ უფლებას, მოკლან ბავშვები, ქალები.

თუ ამას არ გააკეთებენ, იმ დახმარების მიუხედავად, რომელსაც აძლევენ უკრაინას, მაინც მათ სინდისზე იქნება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი.

პუტინი კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, არ უნდა გადადონ ამის განხილვა ხვალისთვის, ან ზეგისთვის.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ამ წუთს, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, ამ დროს უკრაინაში ამ სანქციების მიუხედავად, კლავენ ქალებს და ბავშვებს“, – განაცხადა ზაკაევმა.

სხვა სიახლეები:

🔲 "რატომ არიან უკრაინელები დიდ გულზე და რატომ არის ევროპა ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს მას" - რას წერს ზურაბ გურული

🔲 ზელენსკი რუსებს მიმართავს: არავის სურდა თქვენი 90-იან წლებში დაბრუნება, სიღარიბის და უთანასწორობის ეპოქაში - ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება

🔲 აშშ რუსეთს დამატებითი სანქციები უწესებს -"ეს იქნება უდიდესი დარტყმა, რუსეთის ეკონომიკისთვის" განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი