რა ხდება ამ წუთებში უკრაინაში? - ზელენსკის ადმინისტრაციის უახლესი ინფორმაცია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი დილის 8 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ვითარება უკრაინის 12 ოლქში ასეთია:
- ჟიტომირი: ღამით ორჯერ მოხდა საჰაერო თავდასხმა. კოროსტენში საჰაერო დარტყმის შედეგად 10 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა (1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი).
- ოვრუჩი: დაინგრა 15 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.
- ხმელნიცკი: თავდასხმები იყო სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე (2 დაჭრილი)
- ჩერნიგოვი: ღამით - ინტენსიური საჰაერო თავდასხმები იყო. იბრძვიან ქალაქის სიახლოვეს.
- პოლტავა: საჰაერო თავდასხმები იყო ლუბნაში, მირგოროდსა და პოლტავაში.
- ხერსონი: ვითარება შედარებით მშვიდია მობილური კომუნიკაციები გამორთულია.
- ლუგანსკი: ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. გუშინ ნაშუადღევს ძლიერი დაბომბვა მოხდა: სევეროდონეცკის მიმდებარე სოფლებში. ეს სოფლები ახლა ქალაქიდან არის მოწყვეტილი, მოხდა ჰუმანიტარული კატასტროფა.
- დონეცკი: მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. ვოლნოვახაც, მაგრამ გუშინ ვოლნოვახადან და ზოგადად რეგიონიდან 400-მდე ადამიანის გაიყვანეს. ევაკუაციის მცდელობები დღესაც გაგრძელდება.
- ნიკოლაევი: საღამოს მოხდა "ტორნადოებით" დაბომბვა. არიან გარდაცვლილები. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
- დნეპროპეტროვსკი: დნეპრში მოხდა ერთი საჰაერო თავდასხმა ღამით.
- ხარკოვი: ღამით რეგიონულ ცენტრში ისევ აფეთქებები იყო: ალექსეევკას, ახალი სახლების, სალტოვკას რაიონებში, 23 აგვისტოსა და ხარკოვის ცენტრში.
- კიევი: ბრძოლა მიმდინარეობდა ირპენში, გოსტომელში, მაკაროვში. მტრის მოძრაობა შეინიშნებოდა ბუჩას გასწვრივ, ნემიშაევსკაიას თემში. ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ჟიტომირის გზატკეცილის ტერიტორია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანარჩენ რაიონებში მშვიდი ვითარებაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! - რუსულმა ავიაციამ თბოელექტროსადგური გაანადგურა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...