"რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება" - უკრაინის გენშტაბი

"რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება", - ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა "უნიანი" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა დაფიქსირდა ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კრამატორსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დასახლებას.
"ოკუპანტებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ბახმუტის, ზაიცევოესა და კოდემას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარუმატებლად.
ბრძოლა გრძელდება.
ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა გამოიყენეს ტანკები, ქვემეხები და სარაკეტო არტილერია ნოვობახმუტოვკას, ნეველსკოეს, ნესკუჩნოეს, ალექსანდროპოლის, კერამიკის, კერმენჩიკისა და პესკოვის ტერიტორიებზე.
მოწინააღმდეგე წინ მიიწევს ოპიტნოესა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატების გარეშე ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ვლადიმროვკას, უგლედარისა და პრეჩისტოვკას მახლობლად. მტერმა შტურმი განახორციელა ზოლოტაია ნივას დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745144612
საზოგადოებაკახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...
1745143727
მსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...
1745141357
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...
1745134555
მსოფლიოზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს
თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...