სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია

სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია. იულია პისეცკაიამ ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას, სადაც ამბობს, რომ ატომურ სადგურზე ხანძრის დროს ძალიან შეეშინდა, შვილი მატარებელში ჩასვა და სლოვაკეთში გაამგზავრა ნათესავებთან.

იულია ამბობს, რომ იძულებული გახდა სახლში დარჩენილიყო, რადგან ხანში შესულ დედას ვერ დატოვებდა.

მისივე თქმით, ის ქვრივია და რამდენიმე შვილი ჰყავს.  მან მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პოლიციას და მთავრობას შვილზე ზრუნვისთვის.

"მე ვარ იული ვისეცკაია ზაპოროჟიდან. მე ვარ ქვრივი და მყავს შვილები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის მთავრობას ჩემი შვილის ზრუნვისთვის. ისინი დაეხმარნენ ჩემს შვილს მარტო გადაევლო საზღვარი. ჩემი შვილი 11 წლის არის და სლოვაკეთის საზღვრამდე მატარებლით ჩავიდა სადაც მას მესაზღვრეები დახვდნენ და დაეხმარნენ. მასზე იზრუნეს, დააპურეს და ბრატისლავაში მიიყვანეს. მადლობელი ვარ რომ შვილი გადამირჩინეთ".- ამბობს ქალი.

ვიდეოში, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ჩანს, ატირებული ბიჭი სლოვაკეთის საზღვართან, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრითა და ერთადერთი ჩანთით.

სლოვაკეთში მასზე იზრუნეს და ის თავს ახლა კარგად გრძნობს. 

წყარო: ტაბულა

ასევე საინტერესოა:

🔵 კორონავირუსს კიდევ 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დადასტურდა ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა

🔵 რუსმა ოკუპანტებმა, კიევთან მდებარე 1873 წელს აგებულ წმინდა გიორგი ტაძარი დაბომბეს

🔵 „ვინ დაიწყო ომი უკრაინაში“? - თორნიკე რიჟვაძე რუსეთს ვერ ახსენებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი