„სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის“ - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (როგორც კრემლი უწოდებს რუსეთ-უკრაინის ომს - რედ.) „გეგმის მიხედვით მიდის“.

ამის შესახებ მან დღეს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია გრძელდება... ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა ზახაროვამ.

უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის ჯარის 12 ათასზე მეტი ადამიანი.

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული არმია უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას კარგავს.  12 დღეში განადგურდა  სამხედრო აქტივების  10%-მდე.

Bellingcat-ის გამომძიებელი რეპორტიორი ხრისტო გროზევი ვარაუდობს, რომ პუტინს არ აწვდიან რეალურ ინფორმაციას ომში დანაკარგების შესახებ. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს თავისი აუდიტორიისთვის, მაგრამ ფაქტობრივად ნულოვანი გავლენა აქვს უცხოელი აუდიტორიაზე.

რუსეთში არის ელიტა, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რაც ხდება, დასძინა გროზევმა. პუტინის გარემოცვიდან ბევრი  ადამიანისთვისაც კი, რომელიც არ იყო სამხედროთა სიაში, ეს ომი მოულოდნელი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება - რომან გოცირიძე

🔵რუსი ჯარისკაცები იძულებულნი იქნებიან ან მიატოვონ აღჭურვილობა ან ისხდნენ „40 ტონიანი რკინის საყინულეებში“ - The Times

🔵რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში შეჭრიდან 13 დღის განმავლობაში გამოყენებული სამხედრო აქტივების 8%-დან 10%-მდე დაკარგეს - CNN

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი