"სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს" - პუტინი

"დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან საუბრისას. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი მზადაა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“.
ერდოანთან თითქმის ერთსაათიანი საუბრის განმავლობაში, პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის მხრიდან „მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობაზე“:
„იმედი მაქვს, ახალ შეხვედრაზე უკრაინელი მომლაპარაკებლები გამოავლენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“, - თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: „ზუსტი დარტყმები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ერდოანმა გააკრიტიკა რუსული კულტურისა და მისი მოღვაწეების დისკრიმინაციის კამპანია, რომელიც დასავლეთში სულ უფრო და უფრო მატულობს.
ხოლო საპასუხოდ, პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციას რეგიონებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაში.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის ინარჩუნებს კონტაქტს კიევთან და სხვა ქვეყნებთან და გააგრძელებს ძალისხმევას „ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გამართვისა და შედეგების მისაღწევად“.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელის მოწერისაკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...