The Times: უკრაინაში რუსული დაჯგუფება "ვაგნერი" იმყოფება, რომელსაც ქვეყნის მმართველი რგოლიდან 23 ადამიანის ლიკვიდაცია აქვს ნაბრძანები, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის

კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული იმყოფება, რომელთაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის ლიკვიდაციის ბრძანება აქვთ “კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ”.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია კერძო მილიციაზე, სახელწოდებით “ვაგნერი”, რომელსაც “ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე მართავს”.

The Times წერს, რომ დაჯგუფებამ დაქირავებულები უკრაინის მთავრობის ლიკვიდაციის მისიით აფრიკიდან 5 კვირის წინ გაგზავნა.

გამოცემის მიხედვით, “ვაგნერის” წევრები კრემლისაგან მწვანე შუქს ელოდებიან, მათ სიაში ზელენსკის გარდა ასევე არიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი და მთელი კაბინეტი, ასევე, კიევის მიერ ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა — ჯამში, 23 ადამიანი.

ცნობისთვის, რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი, ძირითადად, მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში დაქირავებული სამხედროებით მონაწილეობს. ისინი ჩართულნი იყვნენ უკრაინაში, 2014 წელს, ევრომაიდნის ოპერაციაში უკრაინის პრორუსული ხელისუფლების სასიკეთოდ. გარდა ამისა, ვაგნერი მონაწილეობდა ოპერაციებში სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ატარებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ისმის სირენების ხმა, თუმცა როგორც უკრაინის სამხედრო ძალები აცხადებენ კიევში სიტუაცია “კონტროლს ქვეშაა”, მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.

სხვა სიახლეები:

🔵 "მესამე მსოფლიო ომი შეიძლება შეჩერდეს ფაქტობრივად მის ზღურბლზე. ატომური აპოკალიფსის გარეშე" - რა იწინასწარმეტყველა გერმანელმა ჯადოქარმა 1953 წელს?

🔵 რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს

🔵 საბერძნეთი რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს

🔵  ზელენსკი: მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ვისაუბრეთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ

🔵 ვებგვერდი, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ამოსაცნობად შექმნა უკრაინამ, რუსეთმა დაბლოკა 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი