Visa და Mastercard რუსეთის ბაზარს ტოვებენ

მსოფლიოში წამყვანი იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც რუსეთში მუშაობაზე უარს ამბობენ, Visa და Mastercard ემატება.
ამერიკული კომპანია Visa აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას წყვეტს.
„Visa იმუშავებს თავის კლიენტებთან და პარტნიორებთან რუსეთში, რათა ყველა ტრანზაქცია უახლოეს დღეებში შეწყვიტოს. რუსეთში გაცემული Visa ბარათების ტრანზაქციები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი Visa ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციებს აჩერებს ამერიკული კომპანია Mastercard-იც. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ანტირუსული სანქციების ფონზე „გადაწყვიტეს შეაჩერონ ქსელის სერვისები რუსეთში“.
„ამ ნაბიჯით, რუსული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებს Mastercard ქსელის მხარდაჭერა აღარ ექნება,“- აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული Mastercard-ის გამოყენება შეუძლებელი იქნება რუსეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მარტო ღმერთის იმედად ვართ, იმდენად უთანასწორო ბრძოლაშია უკრაინა - ბიძინა კულუმბეგოვი
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...