ყირიმში, ააფეთქეს რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი
გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილ პოდოლიაკმა.
ყირიმის რკინიგზაში ამტკიცებენ, რომ " ცეცხლი სატვირთო მატარებლის ბოლოში, საწვავის ავზს გაუჩნდა", შემთხვევის მიზეზები დგინდება.
ლოკომოტივი ვაგინების ნაწილით ქერჩის სადგურზე გადაიყვანეს. ცისტერნის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩენკომ. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში გამოცემა RBK-ს განუცხადეს, რომ "ააფეთქეს სატვირთო მანქანა", რის გამოც სატვირთო მატარებლის შვიდი ცისტერნა აფეთქდა.
ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.
ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 8 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1732532114
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი
88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...
1732529036
საზოგადოებაძლიერი ქარბუქი და თოვლი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლი...
1732525869
მსოფლიოლგბტ წვეულების გამო ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლგბტ წვეულების გამო, რომელიც კლუბ „ზებრაში“ ჩატარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. საქმე აღიძრა ექსტრემიზმის მუხლით. ტელეგრამ-არხების ცნობ...
1732523726
საზოგადოებაუკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის ქართველი სპარტაკ ლეკიაშვილი, გარდაიცვალა. ლეკიაშვილი უკვე მეორე წელია, პარალიზებული იყო, დაჭრილმა მხედველობაც დაკარგა და მას საზოგადოების მხარ...
1732521720
ახალი ამბებიდაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეიზღ...